ია აბულაშვილი
30.03.2015

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან ხვალ 76 წელი სრულდება. მისი პიროვნების შესახებ განსხვავებული აზრები დღესაც არსებობს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ჩვენს მეხსიერებაში იგი დარჩა როგორც ადამიანი, რომელმაც არა მარტო ეროვნული თვითშეგნება აამაღლა ქართულ საზოგადოებაში, არამედ როგორც პირველი პრეზიდენტი, რომლის დროსაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა.

იაგო ნაცვლიშვილი
28.03.2015

 საპარლამენტო უმრავლესობაში კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურები უკვე შეთანხმებულია, ამის შესახებ "რეზონანსს" ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკიმ განუცხადა. თუმცა, მის პოზიციას უმრავლესობაში მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. "ეროვნული ფორუმის" წევრი ანი მიროტაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ ვოლსკის მიერ დასახელებული კანდიდატურები "ოცნების" კანდიდატურებია და არა უმრავლესობის. მიროტაძის ცნობით, კონსულტაციები ამ საკითხზე გრძელდება.

ვახტანგ შამუგია
28.03.2015

 უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ იკლო. დაპირისპირებული მხარეები მინსკში 12 თებერვალს დადებულ ხელშეკრულებას მეტ-ნაკლებად იცავენ, თუმცა, ეპიზოდური ხასიათის ლოკალური შეტაკებები დროდადრო მაინც ხდება.

ეკატერინე ბასილაია
28.03.2015

 მმართველ კოალიციაში "თავისუფალი დემოკრატების" ბედი შესაძლოა სხვამაც გაიზიაროს, ამის მიზეზი კი შეიძლება გუნდში არსებული უთანხმოების გასაჯაროება გახდეს.

თიკო ოსმანოვა
28.03.2015

24 მარტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა როკის გვირაბთან ქართული მწვანილით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დააკავეს. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის თქმით, ზოგიერთი ქართული პროდუქტისთვის რუსული ბაზარი უკვე ერთ წელზე მეტია გაიხსნა, თუმცა, საქართველოს მოქალაქეები პროდუქტის რუსეთში ექსპორტისთვის შემოვლით გზებსაც დღემდე აქტიურად იყენებენ.

თაია არდოტელი
28.03.2015

 "კაბელების საქმეზე, ისევე როგორც გირგვლიანის საქმეზე, ხელისუფლების საბრალდებო დასკვნა დაიწერება. ის, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება კაბელების საქმეზე აკეთებს, იმის კოპირებაა, რასაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. ნელ-ნელა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაც რეჟიმი ხდება და პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური ბრალდებებით უსწორდება," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი.

ელზა პაპოშვილი
28.03.2015

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე, გამოძიების მონაცემებით, რამდენიმე ადამიანის დნმ-ის კვალია აღმოჩენილი. აქედან დადგენილია, რომ ერთ-ერთი ეკუთვნის ქალბატონს, რომლის ბრალეულობაც მომხდარ მკვლელობაში არ დადასტურდა. თუმცა, ვაზაგაშვილების ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, აფეთქების ადგილას ნაპოვნია კიდევ ერთი დნმ, რომლის მფლობელსაც შესაძლოა, მკვლელობასთან ჰქონდეს კავშირი. დაღუპულის ახლობლები კი ამასთან დაკავშირებით საკუთარ ეჭვებზე საუბრობენ და კონკრეტულ სახელსა და გვარსაც ასახელებენ.

თეა ბეჟიტაშვილი
27.03.2015

   "უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებზე ყველანაირი ინფორმაციის გავრცელებას თავს არიდებენ თუნდაც იმიტომ, რომ ტრაგიკული შემთხვევის გამო ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა", - პოლიტიკის, მეცნიერებათა დოქტორის ვახტანგ მაისაიას თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.

ეკატერინე ბასილაია
27.03.2015

 პრემიერ-მინისტრის ანგარიში და ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხი, როგორც ყოველთვის, თვითკმაყოფილებით, მთავრობის მიერ წარმატებით შესრულებულ საქმეებზე საუბრით და ამავე დროს ჟურნალისტებისა და ოპოზიციის კრიტიკით წარიმართა.

იაგო ნაცვლიშვილი
27.03.2015

 "საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით გოგი თოფაძემ უნდა გააკეთოს საწინააღმდეგო შეფასება ან კოალიციამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. მაგალითად, თავისი რიგებიდან გარიცხოს ის პარტია, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული წარმოდგენა აქვს საქართველოს საგარეო კურსზე", - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე.

ია აბულაშვილი
27.03.2015

 ა.წ. თებერვალში საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარესა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს მუშაობა საქართველო-რუმინეთის ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მოამზადებს ღონისძიებას ანთიმოზ ივერიელის გარდაცვალებიდან 300 წლის აღსანიშნავად.

ეკატერინე ბასილაია
26.03.2015

ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნება" კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის წინაშე დადგებოდა და მას გვერდით მდგომის ასარჩევად არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ისევ "თავისუფალი დემოკრატებთან" უნდა გამონახოს საერთო ენა, ან ბურჯანაძის, ან თარხან-მოურავის პარტიებთან დაიწყოს მოლაპარაკება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×