იაგო ნაცვლიშვილი
02.05.2015

 მომავალ კვირას არაფერი შეიცვლება, პრემიერი მთავრობის იმავე შემადგენლობას წარუდგენს პრეზიდენტს, რომელიც ხელის მოწერით დაადასტურებს თავის ნდობას და მინისტრთა კაბინეტს ნდობას საპარლამენტო უმრავლესობაც გამოუცხადებს - ასეთია პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ვარაუდი მინისტრთა ახალ შემადგენლობაზე.

ლიკა ამირაშვილი
02.05.2015

 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისათვის ნდობის გადმოცხადება ერთი კვირით გადადო. ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობა არ ეთანხმება და თვლის, რომ ჯობდა, მთავრობის დამტკიცება დაჩქარებული წესით მომხდარიყო.

თაკო მათეშვილი
02.05.2015

 გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილი პრეზიდენტის მიერ მთავრობის დამტკიცების ერთი კვირით გადაწევით გაკვირვებულია და ამბობს, რომ არ ესმის, რისთვის იყო ეს საჭირო.

მაკა ხარაზიშვილი
02.05.2015

სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 24%-ით შემცირდა. ტენდენცია მზარდია და თუკი ხელისუფლება ამ მიმართულებით სწორ პოლიტიკას არ განსაზღვრავს, რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა კიდევ უფრო საგანგაშო იქნება.

მარი ჩიტაია
02.05.2015

აჭარის რეგიონში თევზის სარეწაო სეზონი ახლახან დასრულდა. ადგილობრივი მეთევზეების ინფორმაციით, ქაფშიის მოპოვებამ რეკორდი მოხსნა. მარტის მდგომარეობით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მოპოვებული ქაფშიის რაოდენობა 72 ათას ტონას აღწევს, ხოლო სტავრიდა 1000 ტონამდეა.

თიკო ოსმანოვა
01.05.2015

 "სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე არჩილ თალაკვაძის დანიშვნა თითქმის გადაწყვეტილია, რაც შეეხება გარემოს დაცვას, კონსულტაციები "რესპუბლიკელ" გიგლა აგულაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი თინა ხიდაშელის დანიშვნა იგეგმება - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი.

სალომე სარიშვილი
01.05.2015

 განათლების სამინისტრომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანმდებობაზე კონკურსი გამოაცხადა, თუმცა ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათთვის ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ გასულ კვირას გახდა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ განათლების სამინისტროსთან წინა კონკურსისა, უთანხმოება რამდენი საკითხზე აქვთ. მინისტრი თამარ სანიკიძე კი ცენტრში წლების განმავლობაში დაგროვილ გადაუჭრელ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელნაწერთა ცენტრს გარკვეული დარღვევები აქვს.

იაგო ნაცვლიშვილი
01.05.2015

 "ჰოლანდიაში და გერმანიაში ან "ძველი ევროპის" ქვეყნებში ასეთი სამთავრობო ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, მაგალითად, იტალიაში ლამის წელიწადში ორჯერ იცვლება მთავრობა, ხდება საშინაო პოლიტიკის კორექტირება, მაგრამ არ იცვლება ქვეყნის საგარეო კურსი - იტალია რჩება ნატოს და ევროკავშირის წევრი-ქვეყანა.

ელზა პაპოშვილი
01.05.2015

 ეკოლოგების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ მდინარე მტკვარში წყლის დონის განმეორებითი შესაძლო კლება ეკოლოგიური და სანიტარიული ნორმების დარღვევას გამოიწვევს. რადგან დაკლებული წყალი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ის საკანალიზაციო წყალი, რომელიც მტკვარში ჩადის, გააუვნებელყოს. რის შედეგადაც თბილისში, განსაკუთრებით კი ზაფხულში, საშინელი სუნი დადგება.

მაკა ხარაზიშვილი
01.05.2015

 ბოლო 12 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 642 ათასი ადამიანით შემცირდა, 1989 წლის აღწერის შემდეგ კი - 1,670 მილიონი ადამიანით. სპეციალისტების განცხადებით, ტენდენცია საგანგაშოა. ყველაფრის მიზეზი რთული სოციალური მდგომარეობა და უპერსპექტივობაა.

ელზა წიკლაური
01.05.2015

კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 4 თვეში 12,4%-ით გაიზარდა. მკვეთად მოიმატა თავად მსესხებელთა რაოდენობამაც. "კრედიტ-ინფოს" მონაცემებით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა 3 თვეში 500 ათასით გაიზარდა და უკვე 9 მლნ-ს შეადგენს. საკრედიტო დავალიანება კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანს აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის სესხი მთელი ქვეყნის მოსახლეობის 54%-ს აქვს და თანაც თითოს 2-3 მაინც.

თეა ბეჟიტაშვილი
01.05.2015

 "დედამიწის გარდა არსებობს სხვადასხვა ცივილიზაცია და სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათეულ წელში უცხოპლანეტელებთან ახლო კონტაქტი დავამყაროთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას უფოლოგი ერეკლე შონია ნასას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც, დაახლოებით 10-20 წელში მეცნიერები სხვა პლანეტაზე სიცოცხლეს აღმოაჩენენ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×