თიკო ოსმანოვა
11.04.2015

 მთვარობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უკვე ორი კვირაა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა შეძლებს თუ არა ამისთვის საკმარისი 60 დეპუტატის ხმის მოგროვებას, ჯერ კიდევ უცნობია. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რათა ამან "პროცესი არ დააზარალოს."

ელზა პაპოშვილი
11.04.2015

 ეროვნული მასშტაბით განხორციელებული ერთკვირიანი ტოტალური ძებნის შედეგად 2 პოლიციელის მკვლელობისთვის ძებნილი, 38 წლის შალვა აბულაძე მისი მშობლიური ბორჯომის სიახლოვეს დააკავეს.

ლიკა ამირაშვილი
11.04.2015

 რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2015 წლის სტრატეგიაში წერს, რომ საჭიროა საჯარო სკოლებში რელიგიის საგანი ისწავლებოდეს. ამჟამად საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორია ისტორიის საგნის ფარგლებში ისწავლება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რელიგიის ცალკე საგანად დამატება ჯერჯერობით არ იგეგმება.

იაგო ნაცვლიშვილი
11.04.2015

 სპორტის სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ისევ ვერ თანხმდებიან. დეპუტატებს დასმულ კითხვებზე მინისტრისგან პასუხი დღემდე არ მიუღიათ, მინისტრი კი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ კითხვას არგუმენტირებული პასუხი გასცეს.

თაკო მათეშვილი
10.04.2015

 ხელისუფლების პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიციელის მკვლელობის გამო კრიმინალურ სამყაროს უმკაცრესი პასუხი გაეცემა, იურისტები, უფლებადამცველები და ექსპერტები უსაფრთხოების საკითხში აკრიტიკებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ "უმკაცრეს პასუხში" პოლიციისათვის უფლებების გაზრდა, ან რამე დამატებითი ღონისძიებების გატარება არ იგულისხმება.

იაგო ნაცვლიშვილი
10.04.2015

 "თუ სპეცრაზმელმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ის უკანონობას სჩადიოდა, ამ ვითარებაში ის, რა თქმა უნდა, არ უნდა დაისაჯოს. მაგრამ თუკი გონივრული განსჯის შესაძლებლობის მქონე ადამიანს უნდა სცოდნოდა, რომ ეს ნამდვილად უკანონოა, მაგრამ მან ან დაუდევრად არ მიაქცია ამას ყურადღება, ან მაინც შეასრულა უკანონო ბრძანება, ამ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

ელზა პაპოშვილი
10.04.2015

 საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასთან დაკავშირებით. უჩა ნანუაშვილის ინიციატივის მიხედვით, ფართოვდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შესაბამისად, ფართოვდება კონსტიტუციური კონტროლის არეალი.

თეა ბეჟიტაშვილი
10.04.2015

 "არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება რუსეთმა სათავისოდ გამოიყენოს და არსებული მდგომარეობა გაყინული კონფლიქტის რანგში გადაიყვანოს, რაც უკრაინის განვითარებას დიდი ხნით შეაფერხებს", - ამბობს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე ხათუნა ლაგაზიძე ნორმანდიული ოთხეულის მორიგი შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე საუბრისას.

სალომე სარიშვილი
10.04.2015

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონა კვლავ დაუცველია. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ტერიტორიას ყოველწლიურად სწავლობს, აქ მაინც არსებობს მნიშვნელოვანი უძველესი არტეფაქტების დაკარგვის საშიშროება.

ია აბულაშვილი
10.04.2015

 "ხელისუფლებისთვის მასთან დაახლოებული ადამიანების ვიწრო ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ქვეყნის და საზოგადოების, ამას ადასტურებს ცნობილი გახმაურებული ფაქტებიც და ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული უსუსური ახსნა-განმარტებები" - ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შეფასებისას.

მაკა ხარაზიშვილი
10.04.2015

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10% ღატაკია, ანუ 430 ათასამდე ადამიანი. ეკონომისტების ერთ ნაწილს კი სტატისტიკური ინფორმაცია, მეტისმეტად დაკნინებულად ეჩვენება. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40% ღარიბია, შესაბამისად, მდგომარეობა ძალიან დრამატულია.

ვახტანგ შამუგია
09.04.2015

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვის ბოლოს აზერბაიჯანის დედაქალაქს ეწვევა. 2015 წლის 27-30 აპრილს ბაქოში გაიმართება ღია საზოგადოებათა მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომლის თემაც "ნდობის აღდგენა ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში" იქნება. ღონისძიებაში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი და ასევე ათეულობით პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×