რუსა მაჩაიძე
18.05.2015

 დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი აქტიური დამცველი რუსულ ნავთობკომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. საუბარია შვედეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში სააკაშვილის თანამშრომელი გახდა.

ეკატერინე ბასილაია
18.05.2015

 საქართველოდან სირიისაკენ გზას მამაკაცებთან ერთად ქალებიც დაადგნენ და პირველი შემთხვევაა, როდესაც პანკისის გარდა, აზერბაიჯანული თემიდან სირიაში წასულებზე გავრცელდა ინფორმაცია.

იაგო ნაცვლიშვილი
18.05.2015

შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყოს, რაც სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. "ნაცმოძრაობაში" იმედი აქვთ, რომ ეს მათ საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.

თიკო ოსმანოვა
18.05.2015

 2012 და 2013 წლების 17 მაისისგან განსხვავებით, გუშინდელმა დღემ თბილისში მშვიდად ჩაიარა. ერთი მხრივ, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვისა და, მეორე მხრივ, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე საპატრიარქოს მიერ გაუქმებული ღონისძიებით და ლგბტ პირების უფლებადამცველი ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული მინი აქციით აღინიშნა. წინა წლების გამოცდილების გამო აქციაზე უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები იქნა მიღებული. პოლიციელთა რაოდენობა ბევრად აღემატებოდა აქციის მონაწილეებისას.

თაკო მათეშვილი
18.05.2015

 "რუსეთის მხრიდან ასეთი გამოწვევა გვაქვს, ასეთი პრობლემა, პოლიტიკურ თემებზე დიალოგი არ არსებობს და ევრაზიულ კავშირზე ლაპარაკი როგორ შეიძლება?!" - ამბობს "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ბათიაშვილი და დასძენს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც რუსეთთან დაახლოება და ევრაზიულ კავშირში შესვლა უნდათ, არასერიოზულად უყურებს.

ია აბულაშვილი
18.05.2015

 "ქართული ფილმის" აღორძინებისა და მისი განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებზე და იმაზე, თუ რატომ ვერ მოგვარდა ამ დრომდე კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" დაკავშირებული პრობლემები, "მთელი კვირა" კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას ესაუბრა.

ელისო ჩაფიძე
26.11.2011

"მე კი ვარ გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაგრამ რომ გავიგე, ვინ იდგა მაგ ბიზნესის უკან, თავი დავანებე, გენაცვალე. ვის აქვს სასიკვდილოდ გასაწირი თავი? სხვა თემაზე, კი, ბატონო, მაგრამ მაგ ხეებზე ვერაფერს ვეტყვით. რად გინდათ ჩემი კომენტარი? რა დროსაც არ უნდა გაიაროთ ტყიბულიდან რაჭისაკენ, ამბროლაურისაკენ მიმავალ გზაზე, ყოველდღე ნახავთ სრულიად ჯანსაღ მორებს. ეს მორები მერე ზესტაფონსა და ქუთაისში მიაქვთ, სახერხში, ხერხავენ და გააქვთ ფოთიდან საზღვარგარეთ", - ეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელმაც ძალიან გვთხოვა ანონიმურად დარჩენა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×