თაკო მათეშვილი
20.05.2015

 რიგის სამიტისათვის სამზადისი ფაქტობრივად დასრულებულია. ლატვიის დედაქალაქში უკვე ევროკავშირის ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. საქართველოდან სამიტს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. რიგასა და ბრიუსელში იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიცა და პარლამენტარებიც.

იაგო ნაცვლიშვილი
20.05.2015

 "რუსეთი დაინტერესებულია, რომ ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში განსახილველი საკითხების განხილვა გადაიტანოს ისეთ ჭრილში, თითქოს საქართველოს სალაპარაკო აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებთან. ეს არის მისი ამოცანა, რასაც ვერ ასრულებს სწორედ იმიტომ, რომ ეს ფორმატი არის საერთაშორისო", - ამბობს "რეზონანსთან" ინტერვიუში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე.

მარი ჩიტაია
20.05.2015

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოდგომიდან გაძვირდება. ცვლილება ძირითადად მიკროავტობუსებს და ტაქსებს შეეხება. დედაქალაქის წამყვან ავტოსადგურებში აცხადებენ, რომ ტარიფის გადახედვას არ გეგმავენ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს ტარიფი არ გაუძვირდებათ.

თეა ბეჟიტაშვილი
20.05.2015

 "რამდენი პროცენტითაც განხორციელდება ეს პროექტი, იმდენი პროცენტით განიმუხტება საცობი თბილისში", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილი საცობების განმუხტვის ახალ პროექტზე, რომელიც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისის მერიას შესთავაზა.

სალომე სარიშვილი
20.05.2015

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ და ითხოვენ სამეცნიერო საბჭოს მათთან ერთად დირექტორის თავად არჩევის უფლება დაუბრუნდეს. მმართველ გუნდში ცენტრის თანამშრომლების მოთხოვნას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში უახლოეს მომავალში წარდგებიან.

ია აბულაშვილი
20.05.2015

 ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკიდურესად დაძაბულ ვითარებას ეხმაურება რუსთაველის პრემიის ლაურეატი, კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, რომელიც თვლის, რომ საპროტესტო აქცია აბსოლუტურად დემოკრატიული და მისაღებია.

თეა ბეჟიტაშვილი
19.05.2015

 ტყეში ხროვებად გასული გაველურებული ძაღლების რაოდენობის სწრაფი ზრდა სოფლების გარდა დედაქალაქის შემოგარენშიც შეინიშნება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ამბობს, გაველურებული ძაღლი მოსახლეობას ხშირად მგელი ჰგონია, თუმცა მისი თქმით, გარეული ძაღლები მგლებზე არანაკლებ საშიშები არიან.

თაკო მათეშვილი
19.05.2015

 გაზრდილი მიგრაცია, რუსული აგრესია და შიდა უთანხმოებები - ესაა იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალი, რომელთა გამოც, სპეციალისტების აზრით, ევროკავშირს ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციზე უარის თქმა უწევს. მათი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ევროპის დამოკიდებულება არ შეცვლილა და უბრალოდ პროცესი ჭიანურდება. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან ვალდებულებების შესრულებას, პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ უარის მიზეზი ეს ყველაზე ნაკლებადაა.

იაგო ნაცვლიშვილი
19.05.2015

 "ჩვენი საზოგადოების განწყობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს პირდაპირ ეუბნება, რომ მათმა მოქმედებებმა ამ 23 წლის განმავლობაში ხალხის დამოკიდებულება შეცვალა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი მეგობრები მათთვის სასურველ მმართველებს ყველაფერში ამართლებდნენ და ყველაფერში ხელს აფარებდნენ. ამან ეს შედეგი მოიტანა, რომ ხალხს რუსეთის მმართველობა დაავიწყდა და თანდათანობით ისევ მისკენ მიბრუნდა.

თიკო ოსმანოვა
19.05.2015

პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობებს ამჯერად მმართველი პარტიის დეპუტატები დაიკავებენ, რაც შესაძლოა, "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის უთანხმოების საგანი გახდეს.

მარი ჩიტაია
19.05.2015

საქართველოში დასაქმების თითქმის ყველა სააგენტოს ვაკანსიების რაოდენობა შეუმცირდა. მათ შორის, უმსხვილეს კომპანიებსაც, რომლებიც აქამდე სტაბილურობის შენარჩუნებას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ, სამუშაო ადგილები რეალურად არ აქვთ.

სალომე სარიშვილი
18.05.2015

 ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. შაბათს საკონკურსო კომისიამ ცენტრის ახალ დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აირჩია. ახალი დირექტორი ცენტრში დღეს უნდა მისულიყო, თუმცა, თანამშრომელთა მასობრივი პროტესტის ფონზე იგი ამაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ გაოგნებულია მათი ასეთი დამოკიდებულებით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×