მარიამ ნებულიშვილი
14.07.2020

„სააკაშვილის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით კერძო პირის განცხადებებია და ის უკრაინის პოზიციას არ გამოხატავს", - ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას პრორუსს უწოდებს და ამბობს, რომ მათი „ჩამოშორება" უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.

კულებას განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, როდესაც სააკაშვილი ყოველი განცხადების შემდეგ უკრაინის ელჩს იბარებენ, რადგანაც ის არ არის სახელმწიფო მოხელე და არ შეიძლება მისი განცხადებები უკრაინის დამოკიდებულებას გამოხატავდეს.

„მთლიანობაში ვითარება წუხილს იწვევს, რადგანაც, რეალურად, ხდება შემდეგი: არის უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, წარადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, მაგრამ აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნებამდელ ვითარებაზე.

„ეს მოქალაქეა მიხეილ სააკაშვილი და ყველა მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს იბარებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავენ ბატონი სააკაშვილის განცხადებებით", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინას ესმის, რომ საქართველოში არჩევნების გამო დაძაბული მდგომარეობაა და დასძენს, რომ სააკაშვილის განცხადებებს არ შეუძლია ზემოქმედება იქონიოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე.

„გვესმის ვითარება საქართველოში, ის არჩევნებამდე ძალიან მგრძნობიარეა. ძალიან დიდად ვაფასებთ მეგობრობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, მეზობლებთან შავ ზღვაში და იმედი გვაქვს, ამ გამაღიზიანებელი ფაქტორის აღმოფხვრა მოხერხდება.

„ამიტომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთი კერძო პირის განცხადებას არ შეუძლია დაანგრიოს ან ძირი გამოუთხაროს ურთიერთობებს როგორც ჩვენი ხალხის, ასევე ჩვენი სახელმწიფოების შორის. საგარეო უწყების პოზიცია ამ საკითხში მაქსიმალურად მკაფიო და ოფიციალურად დეკლარირებულია: ბატონი მიხეილ სააკაშვილი კერძო პირია და თავის კომენტარებში საქართველოსთან დაკავშირებით არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას", - ამბობს დმიტრო კულება.

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ორშაბათს „ინტერფაქს-უკრაინასთან" თქვა, რომ ვერავინ დაუშლის იყოს ქართველი, მიუხედავად იმისა ექნება თუ არა საქართველოს პასპორტი.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია. ეს ჩემი პირადი აზრია. მე არ გამოვხატავ არც პრეზიდენტის და არც სხვათა აზრს ამასთან დაკავშირებით, რადგან არ ვარ უკრაინის ოფიციალური სახელმწიფო მოხელე. ეს ჩემი პირადი პოზიციაა და ის ძალიან მტკიცეა", - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი. მისი თქმით, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს სააკაშვილი, მით უფრო დამაზიანებელი იქნება ეს ოპოზიციისთვის.

„ეს ადამიანი იმდენად დეგრადირდა, სერიოზულად მისი განცხადებების მიღება და ამაზე კომენტარების გაკეთება უკვე უხერხულია. ცხადია, მას არ გააჩნია იმის პოტენციალი და რესურსი, რომ რაიმე ზიანი მიაყენოს საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რაც უფრო მეტს ილაპარაკებს ეს ადამიანი და რაც უფრო მეტად იაქტიურებს, მით უფრო დამაზიანებელი იქნება იმ კრიმინალური და რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც მისი ნოსტალგია გააჩნია", - ამბობს იონათამიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
ჩაწერა სახელი
ნიკა   (16.07.2020)
ბოზი ქალის შობილი ბოზი ცოლის პატრონი ჰალსტუკის ჭამია თვითმფრინავის დანახვაზე მტვერში მატლივით გართხმული მშიშარა გვარგადაკეთებული სააკიანი ქვეყნის დამხობაზე რომ გვემუქრება და ჩვენი ქვეყნის შესაბამის უწყებებს ერთი ადგილი რომ არ ააქვთ ამ ვირთხის გასანეიტრელებლად ასეთი ქვეყნისგან რა სიკეთეს უნდა მოელოდე კაცი

თამარი   (15.07.2020)
ნაძირალა ნარკომანი სააკიანი ფუ

თემო   (15.07.2020)
სურენამ დიდი მაყუთი მოპარა ქვეყანას ავანტურისტი ნაბიჭვარი

ვანო   (15.07.2020)
მოსახლეობის 90% ეზიზღება მილიარდერი სააკიანი

დათო   (15.07.2020)
გიჟბელადამ მილიარდები მოპარა საქართველოს

ultra   (14.07.2020)
ამ კაცს ბიძინა საკმაოდ კარგად უხდის რომ წინასაარჩევნოდ პანიკა ატეხოს, აქაოდა მოვდივართ ნაცებიო და ამომრჩეველი ქოცობისკენ მიმართოს. ამჯერად ეგ ამბავი გაუჭირდება, ტყუილა არ დაუნიშნავს ზელენსკის გამოგონილ თანამდებობაზე დორბლიანი, დასავლეთმა მიშა დააჭედა კაბინეტში და ქართველ ხალხს შედარებით თავისუფალი არჩევნის საშუალება მისცა. ველს ათავისუფლებენ პოლიტ-ბოზებისგან. შედეგად კი ორი მძორის: მიშას და ბიძინას დაკრძალვას ვნახავთ ოქტომბრის ბოლოს.

ჭორლეონე   (14.07.2020)
იოთანამაშვილი თუ რა გვარი ხარ, მოგიტყან სახელი და გვარი და დედის ფანჩარი. ვის დაკარგვიხარ შე ღორის მუტლიდან გასროლილო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×