ია აბულაშვილი
14.07.2020

„ივანიშვილი პარტიულ სიაში თუ იქნება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნების" საქმე კარგადაა, მაგრამ მისი გადასაწყვეტია და იმედია, არჩევნებმდე თავის სიტყვას იტყვის. მე რომ მის გარემოცვაში ვიყო ან მის კაბინეტში ვიჯდე, რამდენიმე რჩევას მივცემდი" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ხელისუფლებისა და ოპოზიცის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.

„რომან გოცირიძეს რომ დაიყენებს პოლიტიკური ძალა იდეოლოგად, „მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსს", იმის საქმე როგორ იქნება კარგად, ან სამადაშვილს გამწევ ძალად. ოპოზიცია ერთმანეთს ცოცხლად შეჭამს, უმად. ამიტომ მათი ერთიანი ფორმატით არჩევნებში გასვლა გამორიცხულია. ესენი ყველანი არიან მიშას ბარტყები, მაგრამ ვერც ერთი ვერ მივა ახლოს მიშასთან, თანაც დაიღალა ხალხი ამ ოპოზიციის ბრძოლით.

ოპოზიცია რომ სუსტია, ამ ფონზეა „ოცნება" ძლიერად რომ ჩანს, ამიტომაც არ ჩქარობს თავისი საარჩენო გეგმების გამოაშკარავებას. დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარებიც შერჩეული ეყოლება და პარტიული „შავი სიაც" მზად ექნებათ. ახლა მიდის მსჯელობა და ამ კანდიდატების რეიტინგების დადგენა. რაც შეეხება ახალ სახეებს, შეიძლება აქცენტი რეგიონებზე გააკეთონ. ბიძინა მარტო გუბერნატორებს ვერ დაეყრდნობა, მაგრამ ადგილზე დიდი ავტორიტეტი თუ აქვთ, მათზე შეჩერდება ყურადღება.

რა შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი „ოცნების" სიის სათავეში, პირველი ნომერი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნების" საქმე კარგადაა. ის არის საკმაოდ გამოცდილი და ქარიზმატული პოლიტიკოსი. ალბათ აიღებს ცოცხს და გაიტანს ამ პოლიტიკურ ნაგავს. ამ პარლმენტში სულ 10 კაცი თუ იქნება ჭკვიანი და ნიჭიერი.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში რომ ვიყო და მის კაბინეტში ვიჯდე, რამდენიმე რჩევას მივცემდი. ნამდვილად არ მომწონს მისი საკადრო პოლიტიკა და ამ 8 წლის განმავლობაში საკუთარი კადრები ვერ შექმნა ვერც ერთ სფეროში. არადა ქვეყანას სჭირდება კვალიფიციური კადრები და ამის დეიფიციტი საქართველოში არ არის, უბრალოდ უნდა მოძიება. ბიძინა უნდა შეხვდეს ქართველ მეცნიერებს, აკადმიურ წრეებს, რა გახდა ერთი შეხვედრა? უნდა გამოვიდეს ხალხში, უნდა გახდეს ხალხოსანი.

მესმის, რომ ძალიან დიდ ქველმოქმედებას ეწევა და რასაც აშენებს, ზურგზე არ წამოიკიდებს და არც თან აიღებს. ყველა განხორციელებულ წარმატებულ პროექტს სახელმწიფოს ჩუქნის, მაგრამ ხელისუთლებაში რომ მოვიდა, ხომ დაისახა მიზნად ორი პროგრამის შესრულება, პროგრამა მინიმუმის და პროგრამა მაქსიმუმის. ახლა ვეკითხები, შესრულდა ეს პროგრამა მინიმუმი? გლეხი კაცი აუცილებდა იტყვის, ყველფერი კარგი, მაგრამ მე და ჩემს შვილს გვშიაო... ამიტომ, ქვეყანას გადაარჩენს საშუალო ფენა და მცირე საწარმოების შექმნა, საქართველო მილიონრებს ვერ გაედევნება. იმედია არჩევნებმდე ივანიშვილი გამოვა და თავის სიტყვას იტყვის," - განაცხადა „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
გავრილოვი   (15.07.2020)
დედაშენი რიმ გაჩენდა, იმ დროს აბორტები არ იყო ეტყობა. ჩავაჯვი მუტელში.

ИНЦИТАТУС   (15.07.2020)
Дзалиан гтховт ну ландзгавт ам берикацс, магас асакобриви маразми аквс шекрили. Ес сени ар инкурнеба тумца арис гамосавали: 4 фицари, 8 лурсмани, 1 чакучи да 2 сам-сам метриани токис нагледжи.

vova   (14.07.2020)
es ra klea kide amxela kaci ocneba deserti ikneba xo ? :))))

ჭორლეონე   (14.07.2020)
შენი შევარდნაძის ნარჩენი დედას შევთხარე


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×