„ეს აურზაური, რომ „ძალა ერთობაშია" დანგრეულიყო, გააკეთა ბოკერიამ"
რეზონანსი
12.07.2020

"ძალა ერთობაშია", რომელშიც 12 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, შეიძლება დაიშალოს. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიძლება უარი თქვას თვეების წინ გაფორმებულ მემორანდუმზე, რომელიც არჩევნებში კოალიციური ფორმით გასვლას ითვალისწინებდა და დამოკიდებლად გავიდეს არჩევნებში. გაერთიანებაში შემავალი პარტიები ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების მოლოდინშია. როგორც პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა "მთელ კვირასთან" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ "ძალა ერთობაშია" დაიშალა, ის და გიორგი ვაშაძე ბლოკის სახით ერთად გავლენ არჩევნებზე, რომლის სახელიც იქნება "ახალი საქართველო - კანონი და სამართალი". ამბობს, რომ გაერთიანების დანგრევა გიგა ბოკერიას დამსახურებაა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ითხოვა ერთი კვირა. თქვეს, რომ ამ კვირაში მიიღებენ გადაწყვტილებას. ჩვენ პატიოსნად ველოდებით. ჩემი ინფორმაციით პარტიაში აზრი გაყოფილია. არიან მომხრეები, რომ პარტია დაიშალოს. ჭორის დონეზე ვიცი, რომ ამას ითხოვს ნაყოფია და სხვები, მოკლედ დიდი დინებებია შიგნით. ნიკა მელიას და გრიგოლ ვაშაძეს არ უნდათ "ძალა ერთობაშიას" დაშლა, არც მიშა სააკაშვილს. მეც და ყველა შემავალი პარტიები მომხრენი ვართ, რომ ერთობა შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ "ოცნების" გამარჯვების ერთადერთი შანსი ოპოზიციის დაშლაა. რაც დაანგრევს "ოცნებას", ეს არის ერთიანი ოპოზიცია.

"ეს აურზაური, რომ "ძალა ერთობაშია" დანგრეულიყო, გააკეთა ბოკერიამ. მას უნდოდა რომ "ძალა ერთობაშია" დანგრეულიყო, რაც ივანიშივლის წისქვილზე ასხამს წყალს. გახარებულები რომ ვართ, რა მაგრები ვართ, ნახეთ რას მივაღწიეთ, პროპორციულ არჩევნებს ვგულისხმობ, უკაცრავად და რა გავაკეთეთ ან რას მივაღწიეთ? ამ 1%-იანი ბარიერის პირობებში რუსული ვექტორის, საზიზღარი იდეოლოგიის პარტიები მარტივად შეგრიალდებიან პარლამენტში. რა უნდოდა, რას ერჩოდა ამ წარმატებულ პროექტს, რომელმაც უზარმაზარი შედეგი დადო საპრეზიდენტო არჩევნებში და ასეთივე სიმძლავრით წავიდოდა საპრალმენტო არჩევნებზე. ამ მამაძაღლობას ვებრძოდი ამდენი ხანია და ბოლომდე მივიყვან. თუ ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გაიგო, მის პრობლემაა, მე რა შეიმიძლია გავაკეთო, სხვის პარტიაში ხომ ვერ ჩავერევი. ვნახოთ ვინ გადაწონის. იმ შემთხვევაში თუ "ძალა ერთობაშია" დაიშლება, არც ეს არის პრობლემა, ჩვენ გზას მოვნახავთ. პირადად მე და გიორგი ვაშაძე ბლოკის სახით გავალთ არჩევნებში, რომლის სახელიც იქნება "ახალი საქართველო-კანონი და სამართალი" - განაცხადა "მთელ კვირასთან" თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
linda   (13.07.2020)
ეჰ, შენაც ბრუტუს???

ჭორლეონე   (12.07.2020)
ყველაფერი გადაწყვეტილი და განაწილებულია ნაცებსა და ქოცებს შორის. ხალხის დედაც მეგობრებო.....


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×