ელზა პაპოშვილი
10.07.2020

იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი? ამ კითხვაზე მმართველი გუნდის წევრები მხოლოდ ზოგადი კომენტარებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ ეს თავად ივანიშვილის გადასაწყვეტია. ეს კითხვა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე უპასუხა, „რა თქმა უნდა“–ო. 

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“ - ასე პასუხობს პრემიერ მინისტრი კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში ბიძინა ივანიშვილი.

გიორგი გახარია პარტიის თავმჯდომარის მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში არ გამორიცხავს და ამბობს, რომ გამოწვევების ფონზე, მმართველ გუნდს არ სცალია გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში. რაც შეეხება პირადად  მის ყოფნას სიაში, გახარიას თქმით, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მისივე თქმით, დემოკრატიული არჩევნები ვაი პოლიტიკოსების სპეკულაციებს დაუსვამს წერტილს:

„ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი - ამბობს გახარია 

პრემიერ მინისტრის დღევანდელ ბუნდოვან განცხადებაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ამბობს, რომ გიორგი გახარიას ეს არ უთქვამს, თუმცა მისივე თქმით, "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება". გარდა ამისა, მდინარაძე ირწმუნება, რომ "ოცნებაში" ჯერჯერობით სიის პირველ ნომერზე საერთოდ არ ყოფილა მსჯელობა

„არ უთქვამს გიორგი გახარიას რომ იქნება. ეს არის პარტიის ხელმძღვანელის გადასაწყვეტი. პირველი სიტყვა უნდა თქვას თავად ბიძინა ივანიშვილმა. მე დაგიდასტურებთ ერთადერთ რამეს, რომ პარტიაში პირველ ნომერზე კონსულტაციები არ ყოფილა ,“ - ამბობს მდინარაძე.

რაც შეეხება "ოცნების" სხვა წევრებს, ინფორმაცია ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე არც მათ აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ გაუხარდებათ. სოფო კილაძეს ივანიშვილის გარეშე "ქართული ოცნება" ვერ წარმოუდგენია, თუმცა თვლის, რომ მმართველ პარტიას საშველი არაფერი აქვს

„საშველი „ქართულ ოცნებას“ ზოგადად არაფერი არ სჭირს. ბიძინა ივანიშვილი არის ქართული ოცნების განუყოფელი ნაწილი. მის გარეშე მე ვერ წარმოუდგენელია ქართული ოცნება,“ - ამბობს კილაძე

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მისი აქტიურობა ქვეყნისთვის საკმაოდ კარგია, თუმცა მას ნაკლებად სჯერა, რომ ამ არჩევნებზე ის პოლიტიკაში ღიად ჩაერთვება. მისივე თქმით, ივანიშვილის უკან დაბრუნება ქვეყანაში ყველაფერს თავის სახელს დაარქმევდა და ეს მისივე უსაფრთხოებისთვის  ძალიან კარგი იქნებოდა. 

„გახარიას ნათქვამზე ზუსტად ვერ ვიტყვით, ივანიშვილი რას და როგორ აპირებს. მას თუ მოუნდება, იქნება სიის პირველი ნომერი და თუ არ მოუნდება, არ იქნება. უბრალოდ მისი ასე ღიად პოლიტიკაში დაბრუნება ქვეყნისთვის ძალიან კარგია. არაფორმალური მმართველობიდან ფორმალურზე გადასვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელია. მისთვის არა ერთხელ მომიწოდებია, რომ უკან პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. ვნახოთ „ქართული ოცნების“ ასპროცენტიანი მფლობელი ის არის და რასაც საჭიროდ მიიჩნევს იმას იზამს. 

თუმცა მისი სიაში ჩაწერა არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც ხალხისთვის ქვეყნის მმართველი მაინც ის არის. ამიტომაც ამას რა არსებითი მნიშვნელობა შეიძლება მისთვის ჰქონდეს ამას ვერ გეტყვით. უბრალოდ ალბათ ისევ და ისევ, საკუთარი უსაფრთხოებიდან თუ გამოვა, სხვა ახლა ამის მიზეზი რა უნდა იყოს. ისედაც ყველაფერს თავად მართავს და მისთვის აუცილებლობა არ არის, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს. უბარლოდ ეს მხოლოდ ქვეყნისთვის იქნება კარგი, რომ ის ადამიანი პირადად და ღიად აიღებს ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობას, ვინც მართლა მართავს. ხალხთან პასუხისმგებელი პირადად იქნება და სხვა არავის არფერს აღარ გადააბრალებს“, - აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჯიმა   (12.07.2020)
ბიძინას ნომერი რად უნდა? ფულის და პირადული უსაფრთხოებ უნდა სახელმწიფოსაგან, მეტი არაფერი, დანარჩენი უკვე გაიფორმა. ფულს ოფშორები იცავენ, პირადს კი კლანი და ჯერ უმრავლესობა. ოფშორები ოფშორებად დარჩება. დანარჩენი თუ შეიცვალა, ბიძინაც შეიცვლის პახოდკას და გადმოყრის ბარტყებს (ქოჩორას, გაბუტულას, მადლობა-ბატონოს, პოეტას, მდინარას...) საძიძგნად.

ჭორლეონე   (11.07.2020)
ერთად მოგეტყნებათ გამჩენი.

***   (11.07.2020)
ბიძო მაშველი რგოლი კი არა, მთავარი ჩამძირავი ფაქტორი იქნება. კიდევ უფრო მადლი ექნება მისი თაოსნობით ქოცობის დამარცხებას


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×