მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

„ამ ჯგუფში შემავალ სუბიექტებს პოლიტიკური კულტურა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაეწიათ, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას, „ძალა ერთობაშიას" რიგებში არსებულ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა მისი დაშლით დასრულდეს.

„ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ერთიანი ძალებით და საერთო საარჩევნო ბლოკით გეგმავდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს მსჯელობა იმ საკითხზე, რომ შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაერთიანება დატოვოს. რამაზ საყვარელიძის თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საკმაოდ სწორი და პრაგმატული ნაბიჯია, რადგან პოლიტიკაში ყველა პარტიამ „საკუთარი ტვირთი" უნდა ზიდოს.

„ალბათ იქნება ის, რაც ჩადებულია საარჩევნო სისტემაში, რომ ყველა პარტიამ თავისი ასაწევი ტვირთი თვითონ აწიოს. თუ აღმოჩნდება, რომ პარტიას აქვს დიდი რესურსი, ის ბევრი ადამიანის გულს მოიგებს, თუ აღმოჩნდება, რომ პარტიას არ ჰყოფნის რესურსი განზე დარჩება.

„ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" მიჰყვება მოვლენათა ობიექტურ უშუალობას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ის იქცევა პრაგმატულად. პოლიტიკა არ არის შეცოდების ადგილი, იქ მხოლოდ იბრძვიან და ამ ბრძოლასთან ერთად ჩნდება ახალი ასპექტები. ახლა ისინი იტყვიან, მოდით, ჩვენ ყველამ ვიბრძოლოთ საკუთარი თავისთვისო", - ამბობს საყვარელიძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში" საუბარი იყო უფრო ფართო კოალიციის შექმნაზე, რაზეც, როგორც პარტიაში ამბობენ, „ძალა ერთობაშია" არ დასთანხმდა. რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე „რეზონანსთან" ამბობდა, რომ პარტიაში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ახალი ფართო კოალიციის ჩამოყალიბებასარ გამორიცხავენ.

როგორც რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას თქვა, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიეტებს შესაძლოა ბარიერი ვერ გადაელახათ. ამის გამო ლიდერ პარტიას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას", მოუწევდა მათთვის მანდატების დათმობა, რაც მის ინტერესებში არ შედიოდა.

„რა თქმა უნდა, არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას" სხვითვის მანდატების მიცემა და ვერ გაამტყუნებ. ცდილობს, რომ ამ მანდატებით თავისი ხალხი უზრუნველჰყოს და ეს ბუნებრივიცაა", - თქვა საყვარელიძემ.

გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როდესაც „ძალა ერთობაშია" საჯაროდ შეუთანხმებლად მოქმედებდა. მაშინ, როდესაც მათ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანიდატად დაასახელეს თაკო ჩარკვიანი. „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებდნენ, რომ ისინი ამის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს ერთმანეთისთვის ანაგიშის გაწევის კულტურა არ აღმოაჩნდათ.

„ერთიანობას უფრო უნდა პოლიტიკური კულტურა ვიდრე დაპირისპირებას. კოლეგიალობას უნდოდა პოლიტიკური კულტურა. ამ ჯგუფში შემავალ სუბიექტებს პოლიტიკური კულტურა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ანგარიში გაეწიათ, როგორც ჩანს, არ ჰქონდათ. ამის შედეგი არის ის რაც არის. ამიტომ გასაკვირი არაა მაგრამ გასათვალისწინებელი არის, რომ თუ პოლიტიკურ სუბიექტებს ერთმანეთთან ურთიერთობის კულტურა არ აქვთ, იმათთვის სახელმწიფოს ჩაბარება ნამდვილად არ შეიძლება", - გვითხრა საყვარელიძემ.

რაც შეეხება, დანარჩენ პარტიებს, რომლებიც „ძალა ერთობაშიას" რიგებში არიან, საყვარელიძის თქმით, მათი უმეტესი ნაწილი ე.წ. „ერთკაციანი" პარტიებია, რომელთა მთავარი დაინტერესებაც ის თანხაა, რომელსაც ბიუჯეტი უხდით პოლიტიკური საქმიანობისთვის.

„არ მგონია, რომ ე.წ. „ერთკაციანი" პოლიტიკური პარტიები ობიექტურად აფასებდნენ სიტუაციას. მათი მთავარი მოტივაცია არის ის სკამი, რომელიც უნდა მიიღონ პარლამენტში შესვლით და მეორეს მხრივ ის თანხა, რომელსაც ბიუჯეტი უხდის ამ კუთხით დაფინანსების სახით. ესაა მათი მთელი მოტივაცია", - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" - გაერთიანებული ოპოზიცია", 2018 წელს შეიქმნა, მასში 11 პოლიტიკური სუბიექტია გაერთიანებული, ესენია:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ახალი საქართველო", „კანონი და სამართალი", „ახალი საქართველოსთვის", „სახელმწიფო ხალხისთვის", ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", „ევროპელი დემოკრატები", „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", „საქართველო ლიდერთა შორის" და „ემსახურე საქართველოს".

არც „ნაციონალურ მოძრაობას" და არც „ძალა ერთობაშიას" ჯერ-ჯერობით საარჩევნო სტრატეგია წარმოდგენილი არ აქვთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (10.07.2020)
რამაზა დედაპირში მიცემულო, მალე დარჩები ხელფასის გარეშე და დედის ანუსს გააქირავებ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×