მარიამ ნებულიშვილი
10.07.2020

„ბიძინა ივანიშვილის სახელი გარკვეულწილად იმოქმედებს, ის მაინც პოლიტიკური პირია", - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარია, არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა.

ჟურნალისტების შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიაში ხილვა, გიორგი გახარიამ ას უპასუხა:

„რა თქმა უნდა. ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე"

ვახტანგ მაისაიას შეფასებით გამორიცხული არაფერია, მაგრამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის სახელი საკმარისი არ იქნება.

„ბიძინა ივანიშვილის სახელი გარკვეულწილად იმოქმედებს, ის მაინც პოლიტიკური პირია. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა და შესაძლებელია, რომ სიის სათავეშიც იყოს. როგორც გამწევმა ძალამ, „გაქაჩოს" მისი პარტია.

„რამდენად პოპულარულია ახლა „ქართული ოცნება" ამას არჩევნებიც აჩვენებს. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, იგივე საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურააბიშვილთან მისი ჩართულობის დროს, ახლა სრულიად სხვა პოლიტრიკური სიტუაციაა. უფრო მეტი პოლიტიკური პარტიებია პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„მაშინ „ქართული ოცნება" უფრო მეტად მონოლითური იყო. ახლა მმართველი გუნდი დაიშალა მარტივ მამრავლებად. მათ გამოეყოთ ის პიროვენებები, რომლებიც რეალურად იბრძოდნენ წინა რეჟიმის წინააღმდეგ და მათ ნარატივზე „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. მაგალითითვის შეგვიძლია მოვიყვანოთ, ლევან გოგიჩაიშვილი ან ეკა ბესელია და ა.შ. დღეს ეს ფაქტორი არ არის ბუნებრივია, ანუ დღეს „ქართული ოცნება" ჩადგა იმ რიგში, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიები ანვითარებენ მათ საქმიანობას", - აღნიშნავს მაისაია.

მაისაია, ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე. მაისაიას თქმით, სააკაშვილს არ გააჩნია პოლიტიკური წონა და მისმა გამოსვლამ არ უნდა იმოქმედოს ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობაზე.

„სააკარშვილს დაკარგული აქვს ყოველგავრი პოლიტიკური და მორალური უნარი. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის პროკურატურამ და დადგა საიკითხი, რომ ის გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან.

„გარდა ამისა, მისი თანამდებობა არ წარმოადგენს ისეთ რანგს, რომ მის გამო იყოს სახელმწიფოთაშორისი უთანხმეობა. არ ღირს მის გამო სტრატეგიულ მეგობართან ურთიერთობის გაფუჭება. სააკაშვილის თანამდებობას არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია და მის გამონათქვამს არ უნდა ჰქონდეს გავლენა ჩვენს ურთიერთობაზე", - ამბობს მაისაია.

გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილა გააკეთა მიმართვა, სადაც ის საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებზე საუბრობდა.

„ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო. მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხებისა და საქართველოს გამარჯვების ფრონტზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

მის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც. მათი განცხადებით უკრაინის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა მათი წარმომადგენლის მსგავსი ტიპის განცხადებები.

მე მგონია, რომ ჩვენმა მოძმე სახელმწიფომ, უკრაინამ, რომელთა ხალხთანაც ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოების დონეზე, აუცილებლად უნდა გასცეს ასეთი ტიპის დარღვევებს პასუხები, იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, არის უკრანის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, როდესაც მისი წარმომადგენელი პირდაპირ ერევა მოძმე ქვეყნის საქმეში, არღვევს თავად უკრაინის კანონმდებლობას, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და რა თქმა უნდა, არღვევს საერთაშორისო სამართალს",- აღნიშნა სოფიო კილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×