რეზონანსი
21.06.2020

საკონსტუტციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის წინ რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, აქედან 136-მა წევრმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა, ხოლო 5 დეპუტატი მის წინააღმდეგ წავიდა. 

„ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპულ საქართველოსგან“ განსხვავებით, განხილვას პროტესტის ნიშნად არ დასწრებია. „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში წარმომადგენლობა 19 კაცის სახით ჰყავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს კენჭისყრისას მათი მონაწილეობის გარეშეც მოხდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებისათვის საჭირო 113 ხმის მობილიზება.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი ასევე გულისხმობს 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, თუ 2020 წლის არჩევნებზე, რომელიმე პარტია პროპორციული წესით ვერ დააგროვებს ხმების 40.54%-ს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. 

გარდა ამისა, დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მადატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და ისინი სხვა პარტიებზე გადანაწილდება.

მარიამ ნებულიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×