თამთა ჩაჩანიძე
21.06.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გადაჭრით უარყოფს გუშინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას, რომელიც რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობას ეხებოდა ამის შესახებ მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

20 ივნისს „მთავარი არხის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა, რომელშიც მოქალაქეები ხელისუფლებას კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკის ხელოვნურად გაზრდის მცდელობაში ადანაშაულებენ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „მთავარი არხის" მტკიცებით, ქალაქ მარნეულში იმ ოჯახს მიაკვლია, რომლის წევრიც ორი კვირის წინ გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ოჯახს კი ჯერ ექიმებმა, ხოლო შემდეგ კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 ათასი ლარი შესთავაზეს, რათა გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 ჩაეწერათ.

ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად „რეზონანსი" ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. იგი ამ ინფორმაციას „სისულელეს" უწოდებს.

„ამისთანა სისულელეებზე კომენტარს არ ვაკეთებ", - განიცხადა გამყრელიძემ „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×