ია აბულაშვილი
20.06.2020

„მას შემდეგ, რაც გარკვეულწილად ცნობილი გახდა ოპოზიციის მაჟორიტართა ვინაობა, ლოგიკურია, რომ „ოცნება“ შეეცდება შეარჩიოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურები, რომელებიც ფლობენ საარჩევნო სტარტეგიას და ტაქტიკას, ნდობით სარგებლობენ მოსახლეობაში. ასევე ისეთი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ სიურპრიზებს არ მოუწყობენ, როგორც ეს ცალკეული დეპუტატების სახით მოხდა წინა მოწვევის პარლამენტში. ალბათ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს „ოცნება“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე გავრცებელ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ „ოცნება“ თავის კანდიდატებს დაასახელებს.

„რეზონანსის“ ინფორმაციით, „ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ხუთეული უკვე შედგენილია. სიის პირველი ნომერი იქნება პრემიერი გიორგი გახარია. ამ ხუთეულში შედის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მოქმედი მინისტრები - თეა წულუკიანი და ეკატერინე ტიკარაძე, ასევე უშიშროების სამსახურის უფროსი ლილუაშვილი.

„გამომდინარე იქიდან, რომ გახარიამ და მისმა გუნდმა პანდემიასთან ბრძოლიაში გარკვეული დივიდენდები დააგროვა, ლოგიკურია, რომ ის სიის პირველ ნომრად დასახელდეს. თანაც, ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერის რაგნში ყოფნა მას ხელს არ უშლის იყოს პარტიული სიის პირველი ნომერი. 

„რაც შეეხება თეა წულუკიანს, ის გამოცდილი პოლიტიკოსია და დარწმუნებული ვარ, რომ არ გაუჭირდება თუნდაც მაჟორტარად იყაროს კენჭი, ვთქვათ, ნაძალადევის რაიონში და დაამარცხოს შალვა ნათელაშივილი, რომელიც ოპოზიციის ერთიან კანდიდატად უკვე დასახელდა ნაძალადევის რაიონში.

„ლოგიკურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ოპოზიციის მაჟორიტარ კანდიდატთა ვინაობა, „ოცნება“ შეეცდება შეარჩიოს ძლიერი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც კარგად ფლობენ საარჩევნო სისტემის ტაქტკას და სტარტეგიას, აქვთ ნდობა მოსახლეობაში. ისეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ სიურპრიზებს არ მოუწყობენ პარლამენტში, რასაც ადგილი ჰქონდა ცალკეული დეპუტეტების მხრიდან წინა მოწვევის პარლამენტში. ალბათ ამ კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს მმართველი პოლიტიკური გუნდი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×