თამთა ჩაჩანიძე
23.05.2020

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონებად მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი - მუშევანი და გეტა რჩება. ეს სწორედ ის სოფლებია, სადაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის ვარაუდით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მოვლენები შესაძლოა იტალიის მსგავსი დრამატული სცენარით განვითარდეს. „რეზონანსი" ამ სოფლების რწმუნებულებს ესაუბრა.

სოფელ მუშევანის რწმუნებული რობინზონ სელიმაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეპიდვითარების მიუხედავად, სოფელში სიტუაცია ნორმალურია და ადგილობივი ხელისუფლება იქ მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროებისამებრ ეხმარება.

„სოფელში სიტუაცია ამჟამად ნორმალურია. ახალი შემთხვევები არის თუ არა ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ამ დროისთვის კარანტინია და ხალხს არ უშვებენ. თუ რაღაცა დასჭირდებათ, გვირეკავენ და ვაწვდით ყველაფერს, მედიკამენტი იქნება, საკვები თუ რამე სხვა" - აცხადებს სელიმაშვილი.

დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა სოფელ გეტაში, სოფლის რწმუნებულის ფარუხ სარიევის წარმომადგნელის თქმით, სოფლის გახსნა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„სოფელ გეტაში ჩვეულებრივი სიმშვიდეა, 18 დადასტურებული შემთხვევაა. ბოლოს დადასტურებული ფაქტები ჯერჯერობით არ გვქონია. სოფელი ჩაკეტილია. გახსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ბოლო დადასტურებული ფაქტიდან უნდა გავიდეს მინიმუმ ორი საინკუბაციო პერიოდი და ამაზე უკვე ეპიდემიოლოგები იმსჯელებენ", - განაცხადა რწმუნებულის წარმომადგენელმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×