თამარ შუკვანი
21.05.2020

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდვითარება დღეს მედიკოსების შეფასებით, სტაბილურია, თანაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული აკრძალვებიც ეტაპობრივად იხსნება, გარკვეული შეზღუდვები მაინც რჩება, როგორიცაა - პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა იმისათვის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს მორიგი, მეორე ტალღის აფეთქება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ თქვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ძირითადი და აუცილებელი მოთხოვნა ნიღბების ტარება იქნება.

„ნიღბების ტარება იქნება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცია. არ არის ადვილი, დაიცვა ტრანსპორტში, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა" - აღნიშნა მან „პალიტრანიუსის" ეთერში.

პაატა იმნაძემ „ფეისბუქის" პირდაპირი ჩართვისას თქვა, რომ როდესაც კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით როგორც ჯანმრთელ, ისე დაავადებულ ადამიანს უკეთია პირბადე, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 95%-ით ამცირებს.

მისივე თქმით, როდესაც ნიღაბს ყოველ ორწუთში გარედან ხელით ეხება ადამიანი, შემდეგ კი შესაძლოა იგივე ხელი სხეულზე მიიდოს, ამ დროს ინფიცირების რისკი შესაძლოა გაიზარდოს. ამიტომ, როგორც იმნაძემ განმარტა, ნიღაბი შესაბამისი წესების დაცვით უნდა გვეკეთოს.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ იქნება ისეთივე მასშტაბის, როგორიც პირველი.

ამასთან, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ადამიანებს ინფიცირებისგან დაიცავს, რადგან შესაძლოა ჩვენში იყოს ისეთი პირი, რომელიც დაინფიცირებულია, თუმცა, კლინიკური ნიშნები არ აღენიშნება.

„უნდა მოხდება მოსახლეობის სრულად გამოკვლევა, შეიძლება ადამიანი უსიმპტომო ფორმებით იყოს ვირუსის მატარებელი და იმის გამო, რომ მას არ უკეთია პირბადე, შეიძლება ის აღმოჩნდეს ვირუსის გადამცემი.

„როდესაც მეორე ტალღაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს მათი ტესტირება. გარკვეული რაოდენობის ადამიანები სამწუხაროდ კვლავ ინფიცირდებიან, დარჩენილი ან დამალული კლასტერებიდან.

„ვირუსულ ინფექციას ახასიათებს მეორე ტალღა; ამაში იგულისხმება ის, რომ ადამიანების გარკვეული რაოდენობა კვლავ დაინფიცირდებიან, რაც ჩვეულებრივი ამბავია. საქართველოსთვის ეს ვირუსი გარკვეულწილად აღმოჩნდა ისეთი, რომ არ ჰქონდა ის გართულებები, რაც ზოგადად მოჰყვება ხოლმე.

„აბსოლუტურად ადეკვატურად უმკლავდება ჩვენი სამედიცინო პერსონალი ამ ყველაფერს. მოიხდის დამიანი ვირუსს და აღარ დაემართება. მთავარია, რომ არ იყოს სიკვდილიანობა და ისეთი რაოდენობა, რომ ვერ გავუმკლავდეთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს რაოდენობა არ იქნება," - თქვა ხმალაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
!!!   (21.05.2020)
რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით აჩვენეს ტესტების ჩამოტანის სიუჟეტი,სადაც მომწოდებელი ფირმის წარმომადგენლის პირბადის ცალ მხარეზე დამონტაჟებული იყო პატარა მრგვალი მოწყობილობა,აშკარად დაკავშირებული სუნთქვის გაადვილებასთან.ალბათ სხვებმაც შეამჩნიეს ეს.ჰოდა ასეთი პირბადეები ვაწარმოვოთ ან შემოვიტანოთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×