თამთა ჩაჩანიძე
05.04.2020

„კორონავირუსისგან გამოწვეული დილემა თუ იმდენად რთული აღმოჩნდა,რომ სწავლების მაგივრად გაცილებით უფრო მძიმე საკითხები გვექნება გადასაწყვეტი, შესაძლოა მაშინ გამოცხადდეს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას იმის შესხებ, რომ მთვრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, „თუმცა, ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას".

გახარიამ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ხუთშაბათს გააკეთა.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს. იმიტომ, რომ ამას თავისი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვის, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას. დისტანციური განათლება სრულფასოვან საკლასო განათლებას ვერ შეცვლის", - განაცხადა პრემიერმა.

მარგველასვილის აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიებული, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემები რა სახეს მიიღებს.

„ჩვენ თვითონ ვხედავთ რანაირი მდგომარეობაცაა. განსაკუთრებული მდგომარეობაა არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელს სამყაროში. კორონავირუსისგან გამოწვეული დილემა თუ იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ სწავლების მაგივრად გაცილებით უფრო მძიმე საკითხები გვექნება გადასაწყვეტი, შესაძლოა მაშინ გამოცხადდეს, მაგრამ ახლა, ამ ეტაპზე ეს დამოკიდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე - ის, თუ რა და როგორ მოხდება. თითოეულ ჩვენთაგანმა ეს დირექტივები უნდა დავიცვათ, რომლებსაც განსაკუთრებული რეჟიმის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ამჯერად ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. ეს ახალი გამოწვევაა და იმ ახალ ჩვევებთან შეგუებაა, რასაც დისტანციური სწავლება ჰქვია, ვიცით ჩვენ, რომ „პირველი არხი" საგანმანათლებლო თვალსაზრისით აქტიურად ჩაერთო. ეს მიზნების მისაღწევად ერთ-ერთი პროდუქტია, ეს ის გამოწვევებია, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ გამოგვადგეს.

„ეს გამოწვევა თანაბრობას არღვევს. გარდა იმისა, რომ ვირუსია, ბავშვებისთვის თანაბარი პირობები არ გვაქვს - ყველას არ აქვს ინტერნეტი. სწორედ ამიტომაა საგანმანათლებლო ტელევიზია და შეუძლია ბავშვს, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს, რომ ტელევიზიით მაინც მიიღოს განათლება.

„გულთმისანი უნდა იყო, რომ ზუსტად მიხვდე, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება გამოცხადდეს აკადემიური წელი. საჭიროებას თქვენ თვითონვე დაინახავთ. შეიძლება ყველაზე უფრო გვიან და ყველაზე უფრო იმედგადაწურვის შემთხვევაში მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არ გამოცხადდება", - განაცხადა მარგველაშვილმ.

შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროცესი კორონვირუსის საფრთხის გამო შეფერხებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებები კი დისტნციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×