თამთა ჩაჩანიძე
04.04.2020

კორონავირუსით გარდაცვლილ ასაკოვან ქალბატონს სავარაუდოდ ორშაბათს დაკრძალავენ. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში (კაპანახჩში) ცხოვრობდა. სოფლის რწმუნებული უმბათ ტუკანოვი „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოფელში არავითარი პანიკა არ არის, მოსახლეობას კარგად ესმის შექმნილი ვითარების მთელი სერიოზულობა და გარდაცლილის ოჯახიცა და სოფელიც მთავრობისა და სპეციალისტების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

უმბათ ტუკანოვის ცნობით, გარდაცლილ ქალბატონს კორონავირუსით დაინფიცირებამდეც ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. რაც შეეხება მისი დაინფიცირების სავარაუდო წყაროს, სოფლის რწმინებულის ინფორმაციით, არც ისე დიდი ხნის წინ ასაკოვანი ქალბატონი ბაქოში იმყოფებოდა. 

„80 წლამდე ქალია. მანამდე ბაქოში იყო. ოჯახში ახლა არავინ არ არის, არ შეიძლება მისვლა. მხოლოდ ოჯახის წევრები არიან. რასაც მთავრობა გვეტყვის, გავითვალისწინებთ. ჯერ არ მოუყვანიათ სოფელში გარდაცვლილი. ჩემი ინფორმაციით, ზეგ იქნება დაკრძალვა. არავის არ ვუშვებთ იმ ოჯახში, მხოლოდ მისი ოჯახისწევრები არიან“, - განაცხადა ტუკანოვმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×