ია აბულაშვილი
03.04.2020

"ლაბორატორია წლების მანძილზე არ იყო გახსნილი, შეიძლება რუსეთიდან ჰქონდათ მითითება და იმის შიშით, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ, ამ ლაბორატორიას არ ხსნიდნენ. ნაცები ხომ მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტიპუტინისტები, საქმით კი მორჩილად უსრულებდნენ რუსებს ყველა დავალებას" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პეტრე მამარაძე ლაბორატორიასთან დაკავშირებულ კამათს.

"სააკაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის გახსნა მისი დამსახურებაა. 23 წელია გასული და შეიძლება დეტალები არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, რომ ედურად შევარდნაძე იმყოფებოდა აშშ-ში. მაშინ ამერიკის პრეზიდენტი იყო ბილ კლინტონი. პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ თანამდეროვე ტიპის ლაბორატორია გახსნილიყო საქათველოში. ამ ხელშეურულებას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და კლინტონი. ეს იყო 1997 წელს. ამ შეხვედრას ესწრებოდა მაშინდელი საქართველოს ელჩი აშშ-ში თედო ჯაფარიძე. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ირაკლი მენაღარიშვილი.

სხვათაშორის შევარდნაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ჯანდაცვას, სწორედ მან გააკეთა საყოველთაო აცრების პროგარმა.

სააკაშვილი იტყუება იმასაც, რომ ლუგარი შემთხვევით გაიცნო ერთ სადილზე, ლუგარი სააკაშვილს გააცნო თედო ჯაფარიძემ, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლუგართან. რა თქმა უნდა ლაბორატორიის მშენებლობა დასრულდა სააკაშვილის დროს. ისე, როგორც რუსეთის ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი მოეწერა შევარდნაძის დროს, გრაფიკით კი მოუწია სააკაშვილის დროს. ლაბორატორია წლების მანძილზე არ იყო გახსნილი, შეიძლება რუსეთიდან ჰქონდათ მითითება და იმის შიშით, რომ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ, ამ ლაბორატორიას არ ხსნიდნენ. ნაცები ხომ მხოლოდ რიტორიკით იყვნენ ანტიპუტინისტები, საქმით კი მორჩილად უსრულებდნენ რუსებს ყველა დავალებას.

რაც შეეხება პაატა იმნაძეს, მახსოვს რომ იყო მასზე შეტევა, თუმცა დეტალები არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რასაც პაატა იმნაძე ამბობს, სრული სიმართლეა. მაშინ ხომ ყველას უპირებდენ დაჭერას აბსურდული ბრალდებებით. იშორებდნენ ყველას, ვინც მათთვის სანდო არ იყო, თანამდებობაზე კი ნიშნავდნენ მორჩილ ადამიანებს. დღეს კი პაატა იმნაძეზე, გამყრელიძეზე და ცერცვაძეზე შეტევა ერთი მარტივი მიზეზით ხდება. ხელისუფლების გვერდით არ უნდა აღმოჩნდნენ პატიოსანი და პროფეისონალი ადამიანები, ისინი ვინც დიდი პოპულარობით სარგებლობენ საზოგადოებაში. ეს "ნაცებისთვის" ყელის გამოჭრის ტოლფასია; ამიტომ მიდის მათი დისკრედიტაცია," - განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×