თამარ შუკვანი
03.04.2020

სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია დღითიდღე მძიმდება და უკვე კატასტოფულ ზღვარს უახლოვდება. ბოლო ერთი დღის განმავლობაში დაინფიცირებულთა ოფიციალურმა რაოდენობამ 73-ს მიაღწია. სულ დაინფიცირებულია 736 ადამიანი, 7 - გარდაიცვალა.

„დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობას გადის 686 ადამიანი. სულ უარყოფითი პასუხი 3 258 ტესტზე მივიღეთ," - აცხადებს სომხეთის ერთიანი საინფორმაციო ცენტრი.

ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებით, განკურნებულია 43 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მისივე თქმით, სომხეთში კორონავირუსისთვის გამოყოფილია 9 ჯანდაცვის ობიექტი 1 400 საწოლი ადგილით. გარდა ამისა, ცალკე ბავშვებისთვისაც სპეციალური დაწესებულება გამოიყო.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 443- მიაღწია. ბოლო ერთი დღის განმალობაში 43 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი.

რაც შეეხება საქართველოს, ეს მაჩვენებელი ბევრად უკეთესია. დღეს ქვეყანაში 148 ადამიანია დაინფიცირებული, ბოლო დღის მონაცემებით, 14 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 27-ს შეადგენს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×