თამარ შუკვანი
14.12.2019

 პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ წინასწარ იმის პროგნოზირება, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება" დასავლელი დიპლომატების შეთავაზებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული ნაწილის არა ერთმანდატიანი, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით ჩატარების შესახებ, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, მისივე შეფასებით, მოცემულ მომენტში ამაზე დათანხმება „ოცნებისთვის მომგებიანი იქნება.

საყვარელიძის შეფასებით, თავად ის ფაქტი, რომ მმართველი პარტია ამ მოდელის განხილვას დათანხმდა, მათი მხრიდან უკვე დათმობაა.

„ძირითადად ამის გათვალისწინებითაა გარკვეული დათმობები გაკეთებული - ამჟამად სწორედ დასავლეთის წარმომადგენლებმა, დიპლომატებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი," - აცხადებს საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებას ახალ წინადადებას სთავაზობს, რომელიც „გერმანული მოდელის" ცალკეული კომპონენტის განხილვას ითვალისწინებს. 14 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენლებისა და დიპლომატიური კორსუპისის შეხვედრა გაიმართა.

მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნება" ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსისგან მოსაფიქრებლად დროს მოითხოვს. თუმცა, როგორც „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, არც „გერმანული მოდელის" საკითხია მოხსნილი დღის წესრიგიდან.

„შეიქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. მაგალითად, მთლიანად სამეგრელოში იქნება 1 ოლქი და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარი შევა პარლამენტში. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და რომელთანაც დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ აქ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„მომგებიანობა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ იმით, რა რეიტინგებია მოცემული მომენტისთვის. ზოგადი პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანია, იმიტომ, რომ ნაბიჯი გადადგმულია მოთხოვნების გათვალისწინებით. ფაქტების პროგნოზირება რეიტინგების შემთხვევაშიც ძნელია. თანაც, წინ ნახევარი წელია დარჩენილი," - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ერთი კვირის წინ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრა გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა მოსაზრება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მრავალმანდატიანით შეიცვალოს. პირველ შეხვედრას რაც შეეხება, ის 30 ნოემბერს შედგა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×