სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    14.12.2019

     ოპოზიცია პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობების პიკეტირებას, სირცხვილის კორიდორების მოწყობასა და მსგავს აქტივობებს დროებით წყვეტს, თუმცა, პარლამენტში რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შემთხვევაში საპროტესტო აქციები განახლდება. ამის შესახებ „რეზონანსს" „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

    „როგორც ვიცით, პარლამენტში სესია არ არის და თუ სესია არ არის, არც ვგეგმავთ. ველოდებით. თუ იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ა.შ., რა თქმა უნდა, განახლდება. პარლამენტი არ მუშაობს, დახურეს პარლამენტი უკვე," - ამბობს ვაშაძე.

    შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს, იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრიდნენ კენჭს, პარლამენტთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

    აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა, დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

    ცნობისათვის, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 20 კანდიდატიდან უვადოდ 14 დანიშნა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველო," „ნაციონალური მოძრაობა" და „პატრიოტთა ალიანსი".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×