ტატა შოშიაშვილი
14.12.2019

 „უზენაეს სასამართლოში ვაკანსიებია დარჩენილი, სავარაუდოდ 6 ადგილი და არ არის გამორიცხული, რომ საბჭომ მალევე დაიწყოს ეს (შერჩევის) პროცესი", - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ სიაზე საუბრისას.

უზენაესი სასამართლო 20 უვადო მოსამართლით უნდა იყოს დაკომპლექტებული, შესაბამისად, გადაწყდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ სიას წარუდგენს პარლამენტს განსახილველად.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა 20-კაციანი სიიდან საბოლოოდ პარლამენტმა 14 დაამტკიცა. უვადო მოსამართლის სტატუსის გარეშე დარჩნენ თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი და გოჩა ჯეორანაშვილები, ხოლო ლევან თევზაძემ საკუთარი კანდიდატურია ჯერ კიდევ 4 სექტემბერს მოხსნა.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში არის ვაკანტური ადგილები, მაგრამ კანდიდატთა შერჩევის პროცესი არასწორადაა წარმართული, ხოლო ხელისუფლება მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს საერთაშორისო რჩევებს.

„უზენაეს სასამართლოში ვაკანსიები არის დარჩენილი და, რა თქმა უნდა, კლანი ეცდება ისევ თავისი ხალხით დააკომპლექტოს, მაგრამ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოვიდა და თქვა, რომ ეს მიუღებელია და ეს პროცესი უნდა შეჩერდესო.

„თუ ეს პროცესი გაგრძელდება, როგორც ჩანს, მათ ცალსახად აქვთ მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ არ აინტერესებთ რას იტყვის ევროკავშირი და ევროსაბჭო - სხვა საგარეო კურსი გვაქვს აღებული", - ამბობს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება შერჩევის პროცესი, მაგრამ, სავარაუდოდ, გასაუბრებების ჩატარებით აირჩევენ კანდიდატებს:

„სავარაუდოდ, დარჩა 6 ადგილი და არ არის გამორიცხული, რომ საბჭომ მალევე დაიწყოს ეს (შერჩევის) პროცესი. ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებებია განცხადებებია გაკეთებული, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი უნდა გაჩერდეს - მოვუწოდებ, რომ შეასრულონ ეს რეკომენდაციები.

„რაც შეეხება შერჩევის პროცესს, ესენი აპირებენ, რომ იგივენაირად გაგრძელდეს ყველაფერი, რაც სრულიად მიუღებელია", - განმარტა ანა დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×