სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    14.12.2019

     „აფხაზეთში არის განცდა, რომ რუსეთმა შეიძლება „ჩაყლაპოს" ის. ამიტომ შემოაქვთ კანონში ეს უცნაური ფენომენი - კრძალავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. სამწუხაროდ, ქართულ-აფხაზური პოლიტიკური ფონის ურთიერთობები გაუქმებულია. მგონია, რომ უფრო რუსეთის ეშინიათ", - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც „სხვა სახელმწიფოსთან" შეერთებაზწე" ან მისტვის ტერიტორიის გადაცემაზე საჯაროდ საუბარიც კი „კანონით" დასჯადი ხდება.

    დე ფაქტო ხელისუფლებას ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვითაც როგორც საჯარო პირებს, ასევე რიგირთ მოქალაქეებს ცენზურა უწესდებათ განცხადებებისა და მოლაპარაკებებისთვის, სადაც საუბარი იქნება დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ „დამოუკიდებლობის" დათმობაზე. გარდა ამისა, სასჯელი შემოაქვთ აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემის საკითხზე საუბრისთვისაც.

    კერძოდ, „დეპუტატმა" რაულ ლოლუამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც აფხაზეთის „რესპუბლიკის" წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის უცხო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლას, ან მისი ტერიტორიის ნაწილის „რესპუბლიკისგან" განცალკევებას, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15 წლამდე ვადით.

    ასევე, სხვა სახელმწიფოებთან, უცხოური ორგანიზაციებთან ან მათ წარმომადგენლებბთან „აფხაზეთის სუვერენინტეტის" საზიანოდ „ანტიკონსტიტუციური" მოლაპარაკებების წარმოება 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო, მსგავსი შინაარსის შეთანხმების გაფორმება 10-დან 15-წლამდე პატიმრობით.

    აფხაზეთის მოქალაქეებსა ამავე ცვლილებით ეკრძალებათ უცხო ქვეყნის დაზვერვასთან ითანამშრომლებენ. ამისთვის 8-დან 15- წლადე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.

    და ბოლოს, აფხაზეთის მოქალაქეებს ეკრძალებათ საჯაროდ საუბარი სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლაზე ან მისთვის აფხაზეთის ტეროტორიის ნაწილის გადაცემაზე. ამისთვის სასჯელი 3 წლამდე პატიმრობა იქნება; ხოლო თუკი ასეთი შინაარსის განცხადება გაკეთებულია მეიასაშუალებებში ან სოციალურ ქსელებში, სასჯელი უკვე 5 წლამდე პატიმრობა იქნება.

    აღნიშნული შესწორებები ე.წ. სისხლის-სამართლის კოდექსში დე ფაქტო პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით მიიღო.

    პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ე.წ. კანონის მიღება რუსეთის მხრიდან არსებულმა საფრთხემ განაპირობა:

    „სხვათა შორის, საქართელოს გარდა, ამ შემთვევაში იგულისხმება რუსეთიც. აფხაზეთში იზრდება განცდა, რომ ის ვერ შედგა როგორც სახელმწიფო. უკვე 30 წელი გავიდა, რაც ვითომ გაიმარჯვეს ომში, მაგრამ „ქვეყანა" ვერ დგება ფეხზე. პრობლემებია ყველა მიმართულებით. უფრო და უფრო იზრდება რუსეთის სასარგებლოდ პოზიცია.

    „რადგან სახელმწიფო მითითებული არაა, ბუნებრივია იგულისხმება როგორც საქართველო, ასევე რუსეთი. თუმცა, „საქართველოსთან ურთიერთობებზე" ლაპარაკი საერთო არაა აფხაზეთში.

    მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბელორუსის ინტეგრაცია გადაწყვიტა, აფხაზეთში იზრდება განცდა, რომ ყირიმის შემდეგაც შეიძლება ეს იყოს აფხაზეთი. კარგად ხედავენ, რომ ბელორუსიზე მნიშვნელოვანი აფხაზეთია სტრატეგიულად. შესაბამისად, თუ სუვერენულ და აღიარებულ ბელოსრუსიას ამდენს უბედავს რუსეთი, რაღას უზამს მსოფლიოს მიერ არაღიარებულ აფხაზეთს?!

    „ამ მიმართულებით აფხაზეთში არის განცდა, რომ რუსეთმა შეიძლება „ჩაყლაპოს" ის. ამიტომ შემოაქვთ ე.წ. კანონში ეს უცნაური ფენომენი - კრძალავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

    მისივე განმარტებით, აღნიშნული ვითარება საქართველოშიც მწვავედაა წამოჭრილი, თუმცა იმის გამო, რომ ვინმემ აფხაზეთის „დამოუკიდებლობას" სიტყვიერად დაუჭერს მხარს, კანონი მის დასჯას არ ითვალისწინებს:

    „ჩვენთან უბრალოდ არ ისჯება ადამიანი, თუ იტყვის, რომ „ვაღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობაო", მაგრამ საზოგადოებისთვის მიუღებელია მსგავსი მსჯელობა. საკმარისია ვინმემ რამე თქვა, რომ მაშინვე დაიწყება ამ ადამიანის დევნა. ანუ, ტაბუები ჩვენს საზოგადოებაშიც არის.

    „თუმცა, მსგავსი ტაბუები აფხაზეთში უკვე მათ „კანონმდებლობაში" გადადის, რაც აშკარად საზოგადოებრივ კრიზისზე მეტყველებს. მათ ალბათ პირველ ყოვლისა რუსეთის ანექსიის ეშინიათ", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

    იგი ამ „კანონს" აფხაზეთში შემოდგომაზე გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსაც უკავშირებს, რომელიც საკამათო შედეგით დასრულდა.

    „ხაჯიმბამ უცნაურ ვითარებაში გაიმარჯვა, მისი ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია, მოსახლეობა არ ენდობა და ეშინიათ, რომ ლეგიტიმაციის შესანარჩუნებლად ხაჯიმბას მოუწევს, რუსეთს რაღაცები დაუთოს, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს", - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mzirali   (15.12.2019)
    რამდენად გავა ეს კანონოპროექტი ჯერ კიდევ საკიხავია ე.წ. აფხაზურ საკანონმდებლო ორგამოში მაგრამ ტუ ვინიცოობა გავიდა ეს ძალიან არ მოეწონებათ რუსებს, ჩვენ მითუმეტეს...


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×