სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    14.12.2019

     იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭო მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების სკანდალური პროცესის გამო, „ქართული ოცნება" სწორედ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის აღნიშვნის საბაბით მართავს აქციას. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ოცნებამ" უბრალოდ სხვა საბაბის მოფიქრება ვერ შეძლო თავის მომხრეთა მასშტაბური შეკრების მოსაწყობად.

    „ძალიან ცუდი იქნებოდა კონტრ-აქცია რომ კოფილიყო. ამიტომ რაღაც მოიგონეს, შეფუთვაა უბრალოდ. რეალურად „ოცნებას" უნდა თქვას, რომ დიდი და ძლიერი მხადამჭერები ჰყავს ოპოზიციასთან შედარებით," - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

    აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოჰყავთ, მათ ტრანსპორტირებას „ქართული ოცნება" უზრუნველყოფს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორი „ოცნების" ახალგაზრული ფრთაა, შეკრების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომა სახელდება.

    „თუ უფასო ექსკურსიას მოუწობ რაიონებიდან ხალხს თბილისში, საჭმელ-სასმელით და ტრანსპორტით, სამუშაო მაინც არავის არაფერი აქვს და რატომ არ წამოვა? - ასეთი ხალხი შემდეგ ხმას ვის მისცემ, ეს სხვა თემაა," - ამბობს ძაბირაძე.

    იგი აცხადებს, რომ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოსა და აშშ-სგან უფრო მკაცრ განცხადებას ელოდა, თუმცა, აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების" მიმართ დადებითი დამოკიდებულება მცირდება და საქართველოს ხელისუფლების რეიტინგი ეცემა, რაც დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ქართული სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაზე არ იმოქმედებს.

    „როდესაც საუბარია მოსამართლეზე, მნიშვნელოვანია მისი რეპუტაცია. როგორი განათლებული და პროფესიონალიც არ უნდა იყოს, თუ მისი რეპუტაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ მოსამართლე, როგორც მოსამართლე, მთავრდება.

    „უფრო მკვეთრ განცხადებას ველოდი, ვიდრე შეფასება იყო ევროსაბჭოსა და აშშ-ს მხრიდან. ხვალ-ზეგ იქნება არჩევნები, რომლის სამართლიანობა სასამართლოში უნდა წავიდეს. თუკი თვლი, რომ მოსამართლე უკვე მიკერძოებულია, მაშინ ასეთი სამართალიც არ არსებობს.

    „ზოგადად, საქართველოზე ეს ცუდად არ იმუშავებს, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება არ იქნება, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის" ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ პრობლემები არის და ევროსაბჭოს და დასავლეთის რეაქცია ძალიან მკვეთრი იქნება მომავლში, თუკი რაღაც ისევ გაგრძელდა ამ მიმართულებით.

    „ქართული ოცნება" უნდა ეცადოს, რომ რეპუტაცია, რომელიც წლების განმავლობაში ძლივს მოიპოვა, შეინარჩუნოს, რადგან ნელ-ნელა ქრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროსაბჭო უფრო მკვეთრ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთან და კერძოდ „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში.

    „ქართულ ოცნებაში" ვერ პოულობენ სხვა გამოსავალს და ერთმანეთზე მიყოლებით უშვებენ კატასტროფულ შეცდომებს. ავიღოთ თუნდაც პარასკევს მდინარაძის გაკეთებული განცხადება. თუ მოსამართლეების საკითხი და ა.შ. პრობლემები გაღრმავდება, კითხვის ნიშნები კიდევ უფრო გაძლიერდება და ეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს შეუშლის," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლებმა, ტიტუს კორლატეანმა და კლოდ კერნმა განცხადება გაავრცელეს, სადა მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოთქვამენ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნის გამო, რომელიც, მათი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციებს, მათ შორის ასამბლეის რეკომენდაციებს, ეწინააღმდეგება.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტმა 19 კანდიდატიდან 14 სათანადო მიზეზის გარეშე დანიშნა და მათ შორის არიან ისეთი პიროვნებები, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და დამოუკიდებლობა არ გააჩნიათ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×