სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.12.2019

     "ყველა დიქტატორი ბოლო წუთებამდე თავის სასარგებლოდ ყველაფერს აღწევს და ყველაფერს აპრავებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიქტატორი არ ამოყირავდება, ამის უამრავი მაგალითი არსებობს ისტორიაში. ჩვენ გვაქვს გეგმები, მაგრამ კორექტული არ იქება ჩემს კოლეგებთან წინასაწარ გავამჟღავნო, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ არ მოვასვენებთ, ეს შემიძლია გითხრათ, ვნახოთ, როგორ იმუშავებენ" - აცხადებს პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის სამომავალო გეგმებთან დაკავშირებით.

    "მაქვს ინფორმაციაც და დიპლომატებთან შეხვერებიც მაძლევს იმის ანალიზის საშუალებას, რომ ეუთოდან ხალხისთვის დადებითი დასკვნა მოვა. ჩვენ გვინდა პროპორციული სისტემა, მოვიდეს კოალიციური მთავრობა და ქვეყანა განვითარდეს. პროპორციული სისტემის დასაბრუნებლად ამ ბრძოლაში ვრჩები, მაგრამ პოლიტიკანკა ქალთან, რომელიც, პუტინს ბოდიშებს უხდის, ერთ მაგიდასთან ვერ დავჯდები. რომ ამობობს დიდი ხანია ვარ პოლიტიკაშიო, მითხრას ვინმემ ამ 27 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის სასარგებლო რა გააკეთა, ერთ ლარად სხვისი ნაშრომი რომ წაიღო? მე ასეთ პოლიტიკანკა ქალთან არფერი მესაქმება.

    რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს გეგმები, მაგრამ კორექტული არ იქნება ჩემს კოლეგებთან წინაწარ გავამჟღავნო. გაგრძელდება შეხვედრები დიპლომატიურ კორპუსთან. გაგრძელდება მიტინგები, პატარ-პატარა პიკეტირება, ამ ხელისუფლებას არ მოვასვენებთ და ვნახოთ, როგორ იმუშავებენ. საპროტეტსო აქციაზე, სადაც ამდენი ადამიანია გამოსული, შენ კი მანქანაში მაღალ ხმაზე მუსიკას უწევ, რომ ხალხის ხმა არ ტაიგო, გასაყრელია ასეთი დეპუტატები აბა რა? სირცხვილის კორიდორს რომ მოგიწყობენ, ხალხს არ უნდიხარ, ეს ვერ უნდა მიხვდე?

    რაც შეეხება 14 დეკემბრის აქციას, რომელსაც ხელისუფლება აწყობს და ხალხი ძალით ჩამოჰყავთ, არანაირ დაპირისპირებას ჩვენ არ ვაპირებთ და არც გვინდა. მე არც პარლამენტში მომხდარი ინციდენტი მომეწონა, მითუმეტეს, რომ საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა და ვინ რა შეიტანა. მაგრამ, ადამიანებს რომ თვალებს დათხრი და ამდენი ხანია შენი ეს ქმედება პასუხგაუცემელია, ამ საქციელს რა ქვია? ამიტომ ვურჩევ ხელისუფლებას, რომ ცოტა გონს მოეგოს, გაანძრიონ დარჩენილი ნიანგის ტვინები, თორემ თაკო ჩარკვიანი და მშივდობიანი აქციები მოენატრებათ. ასევე ვურჩევ ივანივშილს, სანამ დროა, უმტკივნეულოდ დატოვოს ქვეყანა. დიქტატარები ბოლო წუთებამდე თავის სასარგებლოდ ყველაფერს აღწევენ და ველაფერს აკეთებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დიქტატორი არ ამოყირავდება" - განაცხადა "რეზონანსთან" თაკო ჩარკვიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×