სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.12.2019

     "არც ოპოზიციის მომხრე ვარ და არც პოზიციის, მაგრამ ის რაც ოპოზიციამ პარლამენტში ჩაიდინა, მსგავსი იდიოტიზმი არ მინახავს. სულაც რომ მოისაქმონ პარლამენტში, ეგ სუნდუკიდან ამოღებულები, ნაფტალინის სუნს მაინც ვერ მოიშორებენ" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს.

    შეგახსენებთ, რომ პლანერულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრა უნდა გამართულიყო, დაწყებამდე, რამდენიმე ხანში ევაკუაცია გამოცხადდა, დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი მძაფრი სუნის გამო დატოვეს. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობდნენ, მძაფრი სუნი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმამ გამოიწვია. ინციდენტის ავტორებად კი "ევროპული საქართველოს" წევრები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია დასახელდნენ. მოგვიანებით ამ საპროტესტო პერფორმანსზე პასუხისმგბელობა ორგანიზაცია "სირცხვილიამ" აიღო.

    "პარლამენტი საბავშვო ბაღს დაემსგავსა, მასწავლებელის სკამს თაფლს რომ წაუსმევენ და კიდევ ბავშვურად რაღაც სისულელეებს რომ იგონებენ, მაგრამ ზრდასრულმა ადამიანმა, რომელიც ქვეყანას კანონებს უწერს, ასეთი რამ როგორ უნდა გააკეთოს? საქმე, იცით, რაშია - პოზიციასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ბრძოლა კი არ მიდის, ერთმანეთი ეზიზღებათ, გახარებულები არიან, თუ ვინმეს საქმე გაუფუჭდება ან მოკვდება. ჯერ ან რა განცხადებები კეთდება, გაგიჟდება კაცი. ზიზღი დაღუპავს ქვეყანას და მე ამას ვხედავ, როგორ იღუპება ჩემი სამშობლო.

    მე არც ოპოზიციის მომხრე ვარ და არც პოზიციის, მაგრამ ოპოზიციას, იცით, რაში ერხვევა - ისეთმა ძროხამ ჩამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველებაო, ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა. პარლამენტის წინ რომ მხოლოდ ახალგაზრდები იდგნენ და აპროტესტებდნენ, ხალხი კიდევ გაიგებდა, მაგრამ მათ ზურგს უკან ამოფარებული, სუნდუკიდან ამოღებული პოლიტიკოსების ვინ უნდა დაიჯეროს.

    თუ ოპოზიცია ხარ, ტრაგიზმით სავსე სახე უნდა გქონდეს, შენი ქვეყნის ჭირ-ვარამის გამო, ეგენი ვინ არიან, ნამდვილი მასხარები. მსგავსი იდიოტიზმი არ მინახავს. რა გამოძიება უნდა დაიწყონ? ვინც ეს ჩაიდინა უსუსური ადამიანია, მაგან საკუთარი თავის წინაშე პასუხი უკვე აგო, როცა ეს სისულელე გააკეთა, სუნი დააყენა პარლამენტში. სულ რომ მოისაქმონ პარლამენტში, ნაფტალინის სუნს მაინც ვერ მოიშორებენ, სუნდუკიდან ამოღებული ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები," - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    temo   (14.12.2019)
    მაგარ ვაშკაცად მოგაქვს თავი და ამ დროს ძალიან ვაზელინობ ,ქვეყანა რომ დააქციეს ამაზე ილაპარაკე თუ კაცი ხარ

    fatima vacindze   (13.12.2019)
    Yvelafershi getanxmebit givi batono martali xart.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×