სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ჩაჩანიძე
    13.12.2019

     „იმის თაობაზე, რომ ხანგოშვილზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძებნა იყო განმოცხადებული, არაფერი მსენია," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის მარია ზახაროვას განცხადებას, თითქოს ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილზე ძებნა იყო გამოცხადებული.

    არეშიძე არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ხანგოშვილზე ძებნა რუსეთს გამოეცხადებინა, რადგან მათ ძებნაში ჰყავთ ყველა ის მეომარი, ვინც ჩეჩნეთის ომების დროს რაღაც კვალი მაინც დატოვა.

    „იმის თაობაზე, რომ ხანგოშვილზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ძებნა იყო განმოცხადებული არაფერი მსენია, იმიტომ რომ რუსული მხარე ამასაც ამბობს, რომ საქართველოში იყო ძებნა გამოცხადებულიო (ეს პრესაში დაიბეჭდა, მაგრამ მაინც).

    „რაც შეეხება რუსეთის მიერ გამოცხადებულ ძებნას, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა იყო კიდევაც, რუსეთს გამოცხადბული აქვს ძებნა ყველა იმ მეომარზე, რომელმაც რაღაცა კვალი დაამჩნია ჩეჩნეთის პირველი ან მეორე ომის დროს, მე არ გამიგია, რომ ჩეჩნეთის მეორე ომის პირობებში, ზელიმხან ხანგოშვილი საველე მეთაური ყოფილიყო. ის ამ ომში მართლაც მონაწილეობდა, შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მოხდა იქ, რამაც განაპირობა მის მიმართ ძებნის სანქციის გაცემა.

    „მინდა თქვენი ყურადღება სხვა განცხადებაზე შევაჩერო, რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ შესაძლოა ეს შიდა ჩეჩნური გარჩევები იყოსო, ანუ აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ შეიძლება კომერციულ-ბანდიტური გარჩევები იყოო, ეს ხდება იმიტომ, რომ ეჭვი თავიდან აიცილოს, ასე იყო როგორც სკრიპალების და ლიტვინენკოს შემთხვევაში, ისე სხვებში," -აცხადებს იგი.

    მისივე თქმით, რუსეთმა მკვლელობის სხვაზე გადაბრალების მეთოდი ჯერ კიდევ 1922 წელს შეიმუშავა, როდესაც ლიკვიდატორები საზღვარგარეთ მათთვის არასასურველი პირების მკვლელობას ახდენდნენ.

    „ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ თავიანთი დანაშაული, ეს რუსეთის მხრიდან აპრობირებული მეთოდია, 1922 წელს მაშინდელ ჩეკა-ში (ე.წ. კაგებეს წინამორბედი ორგანიზაცია - რედ.) შეიქმნეს სპეციალური განყოფილება, რომელიც ლიკვიდატორების სამსახურს ეძახდნენ და რომლის ამოცანაც საზღვარგარეთ არასასურველი პირების ლიკვიდაცია იყო,

    „მას მერე სულ ასეა, ვიღაცის მკვლელობის შემთხვვაში ყოველთვის გადაბრალება ხდება, ან სხვა ქვეყანაზე ან მითიურ დაჯგუფებაზე, ახლაც იგივე შემთხვევაა, გერმანიის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად ნათლად იკვეთება, რომ ის ადამიანი ვინც ეჭვმიტანილი და დაკავებულია სულ მცირე რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშრში იყო, თუ მთლად თანამშრომელი არ იყო,

    „სხვათა შორის ძალიან მარტივად მოხდა სპეცსამსახურებთან მისი იდენტიფიცირება, საქმე ისაა, რომ ისიც კი ეზარებათ, რომ იმ ასეთი ტიპის ადამიანებს რაღაცნაირად მრავალფეროვანი საბუთები გაუკეთონ, პასპორტი რომელიც სკრიპალის სიკვდილში ეჭვმიტანილ ადამიანებს და ამ ადამიანს, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ერთი სერიისა,შეეძლოთ შეეცვალათ, მაგრამ არაპროფესიონალიზმი აქაც ჩანს.

    „საბოლოო ჯამში ძალიან მაღალი ალბათობით ეს ყველანი ერთი გუნდის წევრები არიან, ასე რომ რუსეთს სხვაზე გადაბრალება არ გამოუვა, ისე როგორც სკრიპალების შემთხვევაში არ გამოუვიდა," - განაცხადა არეშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინმა კი ზელიმხან ხანგოშვილი მკვლელად და მოსკოვის მეტროში განხორციელებული ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიხსენია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×