სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.12.2019

     „უცნაურია, რადგან გიორგი გახარიამ ძალიან კარგად იცის ინგლისური ენა. შესაძლებელია ქართულ ენაზეც გამართო, თუ ამის ორგანიზება იქნება. წაიყვანონ თარჯიმანი, რომელიც აუდიტორიას უთარგმნის ტექსტს," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინაში პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გამოსვლას, რომელმაც დასმულ შეკითხვებს რუსულ ენაზე უპასუხა.

    ზაალ ანჯაფარიძე: ეს არის ორგანიზაციული საკითხი. მონაწილეები რა ენაზე უნდა გამოვიდნენ, შეხვედრების ორგანიზების დროს ხდება შეთანხმება.

    „რეზონანსი": როგორ შეაფასებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 კანდიდატის უვადოდ გამწესებას?

    ზ.ა: ერთადერთი წინააღმდეგობა არის ის, რომ (ოპოზიციონერმა დეპუტატებმა) ტელევიზიებში იარონ, ხალხს შეხვდნენ და ამის თაობაზე საკუთარი დამოკიდებულება გააჟღერონ. ფორმალურად ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გასწევენ. ზოგიერთი დეპუტატი კი ამბობს, რომ მოვა ახალი ხელისუფლება, აირჩევა ახალი პარლამენტი და ოპოზიციის წარმომადგენელები კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ.

    „ნაცმოძრაობა" და მისი განშტოებები ამბობენ, რომ ქირურგიულ ჩარევას განახორციელებენ, რომ ეს მოსამართლეები თავიანთ ადგილზე არ იყვნენ. თითქოს თავის დროზე მათი მოყვანილი და დაწინაურებული არ იყვნენ. ეს ყველაფერი არის გეგმა. ჯერჯერობით მოცემულობა არის ის, რომ ეს მოსამართლეები თავიანთ საქმიანობას შეუდგნენ და უვადოდ არიან გამწესებული.

    „რ": ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის საკითხზე რას ფიქრობთ? რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილებაა?

    ზ.ა: დაუდგინდა დანაშაულის ჩადენა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მისთვის ჩამორთმეულ იქნა დეპუტატის უფლებამოსილება. წმინდა სამართლებრივი საკითხია და მის შეფასებაში ვერ შევალ.

    „რ": იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება?

    ზ.ა: ყველაფერი შეიძლება დავუშვათ დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში. პოლიტიკური დაპირისპირების ტემპერატურა მაქსმიმუზეა აწეული და ყველაფერი შეიძლება დავუშვათ. პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, მაშინ ცოტა სხვანაირი მიმართულება მიეცემოდა ამ პროცესს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×