ია აბულაშვილი
04.12.2019

 "ვინც ნათელაშვილთან იკრიბება, აქედან უმრავლესობამ იცის, რომ 2020-ში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ნულოვანი ბარიერის დაბრუნება უნდა. ხელისუფლებამ კი უარი იმიტომ თქვა, რომ რეალური საშიშროება იყო, კოალიციას ვერ შექმნიდა. 40%-ზე ნაკლები რომ აეღო, "პატრიოტთა ალიანსი" საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ ვისთან უნდა შეექმნა მთავრობა..." - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტარაშვილი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც უახლოეს დღეებში განსახილველად ეუთო-ს გადაეგზავნება.

"აქ მოდელში არ არის საქმე, ეს არის პოლიტიკური ნება. თუ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ ჩაატაროს არჩევნები, გინდა გერმანული იყოს და გინდა იაპონური დასვას თავისი იურისტები და ერთ დღეში გააკეთებენ. მაგრამ უნდა, რომ შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა. გერმანული მოდელი ამის საშუალებას იძლევა და ორივე მხარე დაკმაყოფილდება. არის სხვა საშუალებაც, კონსტიტუცია რომ არ გადაიხედოს, პირველი მოსმენით თუ ჩავარდა პროპორციული სისტემა, მეორე და მესამე მოსმენით ჩაატაროს.

მარტივი ასახსნელია, რაც ახლა ხდება, ოპოზიციას უნდა რომ დანაპირები შესრულდეს, ვინც ნათელაშვილთან იკრიბება, აქედან უმრავლესობამ იცის, რომ 2020-ში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ნულოვანი ბარიერის დაბრუნება უნდა. ხელისუფლებამ კი უარი იმიტომ თქვა, რომ რეალური საშიშროება იყო, კოალიციას ვერ შექმნიდა. 40%-ზე ნაკლები რომ აეღო, "პატრიოტთა ალიანსი" საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ ვისთან უნდა შეექმნა მთავრობა... ამიტომ სულ ასე იქნება, ეს არის საპარლამენტო რესპულიკის ხარვეზი. მაგალითად მერკელმა 4 თვის განმავლობაში ვერ შექმნა მთავრობა. იგივე ხდება საბეძნეთში, იტალიაში და სხვაგან. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოსავალი არის ორპალატიანი პარლამენტი.

რაც შეეხება ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, განსახილველად სად გადააგზავნის ოპოზიცია არ ვიცი, მაგრამ არც ვენეციის კომისია, არც ეუთო თუ ევროსაბჭო თავის თავზე არ აიღებს უფლებას გიკარნახოს, ყოველთვის ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ან არ ეწინააღმდეგება, ასეთი დასკვნა იქნება. პასუხის მოსვლას დიდი დრო არ დასჭირდება, რადგან სიტუაცია სხვაგავარდ არის. ორგანული კანონის მიღებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება, მაგრამ თუ "ოცნების" დეპუტატები გააჭიანურებენ, შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს. შემდეგ ხელმოსაწერად პრეზიდენტთან უნდა წავიდეს, პრეზიდენტს ვეტოს დადების უფლება აქვს," - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×