ია აბულაშვილი
13.11.2019

 „ივნისის შემდეგ შეხვედრა არ გვქონია. საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა და მრავალი საკითხი დაგროვდა, მათ შორის - ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს, პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძისა და რუს დიპლომატ გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართება. როგორც ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, გარდა პრაღის ფორმატით გათვალისწინებული საკითხებისა, რომლებიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პრობლემებს, პრაღის ფორმატს საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს შექმნილ პრობლემებზე სასაუბროდ გამოიყენებს.

„შეხვედრა ივნისის შემდეგ არ გამართულა, დიდი პაუზა გამოვიდა და, შესაბამისად, მრავალი საკითხი დაგროვდა. პაუზა გამოწვეული იყო იმით, რომ გრიგორი კარასინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, მაგრამ იგი ფედერაციის  საბჭოს წევრია და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება და დელეგაციის ხელმძღვანელობა. 

„ერთდღიანი შეხვედრაა და ძირითადად ვისაუბრებთ პრაღის ფორმატით გათვალისწინებულ საკითხებზე. ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული თემები. ვნახავთ, რა მდგომარეობაა, რა პრობლემებია, რა დინამიკაა. 

„რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ შეჩერებულ ფრენებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება, რა პერსპექტივა აქვს ავიაფრენების აღდგენას და როგორ შეიძლება, ეს პრობლემა მოგვარდეს. 

„ასევე საუბარი იქნება 2011 წლის შეთანხმების თაობაზე, რა ვითარებაა საბაჟო მონიტორინგთან დაკავშირებით. თუ ჩვენი ხელშეწყობაა საჭირო, შევეცდებით, ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×