სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    08.11.2019

     უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" „პორნოგრაფიულ" კონტენტს შეიცავს და მისი ჩვენება დაუშვებელია, უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ „ფილმი თუნდაც პორნოგრაფიული იყოს, ჩვენება ნებადართულია".

    შსს ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე ფილმის შესწავლას იწყებს, რომელმაც კინოთეატრ „ამირანთან" საპატრულო პოლიცია გამოიძახა იმ მიზეზით, რომ, მისი თქმით, ფილმის აფიშაზე არ არის დატანილი, რომ მისი ყურება 18 წლამდე ასაკის მაყურებლებისთვის დაშვებული არ არის.

    „უპრეცედენტო პროტესტი იქნება, ყალბი პერფორმანსების ცქერით საზოგადოება დაიღალა," - ამბობს ლორთქიფანიძე.

    მისი თქმით, 7 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ფილმი პორნოგრაფიულ კონტენტებს შეიცავს და მისი ჩვენება დაუშვებელია.

    „თუნდაც პორნოგრაფიული იყოს, ჩვენება ნებადართულია, რადგან ეს არის მხატრული ნაწარმოები. უბრალოდ მას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო კლასიფიკატორის ნიშანი „+18," რომელიც გულისხმობს, რომ მისი გაშვება ტელევიზიით ღამის საათებში უნდა მოხდეს. კინოთეატრში კი 18 წლიდან მაყურებელი დაიშვება," - განუცხადა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსს".

    შსს აცხადებს, რომ ფილმის ჩვენებისას უზრუნველყოფენ, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც, რომელიც ამ ფილმის ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

    ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. პირველი კინოჩვენება „ამირანში" 19:30 საათზე იწყება. თუმცა, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

    ლევან ვასაძის მხარდამჭერები თბილისში, „ვერის ბაღში", ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად, 16:00 საათზე შეიკრიბებიან, ბათუმში -17:00 საათზე. როგორც ლევან ვასაძის თანამოაზრემ კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, მათი პროტესტის მთავარი მიზანია, რომ ფილმის ჩვენება არ შედგეს. მისივე თქმით, მათი მხარდამჭერები დასავლეთ საქართველოდან, ბათუმში დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×