ია აბულაშვილი
20.10.2019

 „პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვა, სავარაუდოდ, ნოემბერში დაიწყება. ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს ოპოზიციაც და, დიდი ალბათობით, ეს საკითხი ხმათა უმრავლესობით გავა“ - ასეთია უმრავლესობის დეპუტატ რევაზ არველაძის პრგნოზი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით.

„რამდენადაც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიამ სახალხო განხილვა დაასრულა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში ნოემბერში დაიწყება. ერთ სესიაზე ამ საკითხის განხილვა ვერ მოესწრება, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. საშემოდგომო სესიაზე თუ ვერ მოხერხდა, საბოლოო გადაწყვეტილება საგაზაფხულო სესიაზე იქნება მიღებული.

„მინდა, გითხრათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას უმრავლესობაში ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, მაგრამ რადგან ამ სისტემით არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს ოპოზიცია, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ რევაზ არველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×