სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    20.10.2019

     „ოპოზიციას ეს თემა ხმაურისთვის სჭირდება და ნებისმიერ უსაფუძვლო საკითხსაც მოჰკიდებს ხელს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია. მაგრამ იმპიჩმენტის დაწყება სხვა რეალობაა და ვიდრე არ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, პარლამენტის დღის წესრიგში ეს საკითხი ვერ დადგება“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ოპოზიციის განცხადებას პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასთან დაკავშირებით.

    ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, შეწყალების საქმეში აშკარად იკვეთება დანაშაული და იმ შემთხვევაში, თუ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ წავა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებენ.

    „ოპოზიციის ეს განცხადება არასერიოზულია. ეს თემა ხმაურისთვის სიჭრდებათ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და ნებისმიერ უსაფუძვლო საკითხსაც მოკიდებენ ხელს. რაც შეეხება იმპიჩმენტის დაწყების პროცესს, სხვა რეალობაა და მთელი რიგი პროცედურები სჭირდება. 

    „შეწყალების საკითხთან დაკავშირებით „ოცნებაშიც“, ბუნებრვია, გაკეთდა განცხადებები და არც ჩვენ მოგვეწონა ეს არჩევანი, თუმცა ეჭვი მეპარება, სალომე ზურაბიშვილი რამეში იყოს გარეული. ამ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს, ჯერ-ჯერობით გამოძიების მიერ დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის, პარლამენტში ეს საკითხი განხილვაზე ვერ დადგება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×