სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    20.10.2019

     „ქართულ ოცნებას იმდენად უჭირს, რომ თავსატეხი გაუჩნდა - ვინ გახდება უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე და შორს სტრასბურგისკენ გაიხედა. მაგრამ არ მგონია, რომ ლადო ჭანტურია დაბრუნდეს და ისევ სათავეში ჩაუდგეს უზენაეს სასამართლოს“, - ასე ეხმურება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა შეიძლება ლადო ჭანტურიას შესთავაზოს.

    „ძალიან კარგია, რომ საზოგადოებამ მიაღწია იმას, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ ხდება. ამ გამჭვირვალობამ გამოავლინა საშინელი სურათი, სრული არაკომპეტენტურობა მოსამართლეებისა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ გახდნენ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეები. 

    „ეტყობა ხელისუფლებას თავსატეხი გაუჩნდა - ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ასე შორს, სტრასუბრგისკენ გაიხედა.  

    „ლადო ჭანტურია ჩემი ლექტორი იყო და წლებია მას ვიცნობ. მართლაც მაღალკვლიფიციური იურისტია და დღესაც წარმატებით უძღვება საქმეებს სტრასბურგის სასამართლოში. თანაც სულ 4 წელია რაც საქართველოს კვოტით დაინიშნა სტრაბურგის მოსამართლედ და არ მგონია, რომ პერსონალური სურვილი ჰქონდეს დაბრუნდეს და ისევ სათავეში ჩაუდგეს უზენაეს სასამართლოს.  

    „ისე, „ოცნებას“ შეუძლია, რომ მისი კანდიდატურა წამოაყენოს. 2005 წელს, როდესაც ლადო ჭანტურია გადადგა ამ თანამდებობიდან, ვადა ამოწურული არ იყო და შეიძლება ხელისუფლებამ თქვას, რომ ვადას ვუგრძელებთო. 

    „სამწუხარო ისაა, რომ ამდენი მაღალკვალიფიცური და გამოცდილი იურისტი გვყავს, მარტო 300 დოქტორია იურისპრუდენციაში და ასე უჭირთ მოსამართლეების შერჩევა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება მოსამართლეებს თავისი წრიდან ეძებს და თავისი ბოსტნის იქით არ იხედება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლია მუხაშავრიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (22.10.2019)
    უპატიოსნესი კაცი,მაღალკვალიფიციური იურისტი და დიდი ადამიანი-ლადო ჭანტურია.არ გირჩევ,ლადო აქ ჩამოსვლას,გაგხვევენ ინტრიგებში და სიბინძურეში.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×