სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.10.2019

     საპრლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის და 15 ოქტომბერს პარლამენტის ბიუროს შესაბამისი დადგენილების პროექტს წარუდგენს. დაუჭერს თუ არა მხარს „ოცნება“ მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას? „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძის აზრით, ვიდრე ოფიციალურად გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, პარალელურ რეჟიმში ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ იქნება.

    „ნაცმოძრაობის“ მიერ ინიცირებული დოკუმენტის თანხმად, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს „2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტი“. კერძოდ, ვინ გასცა ბრძანება და რის საფუძველზე. ჰქონდათ თუ არა უტყუარი მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოებს და არსებობს თუ არა საფუძვლიანი ეჭვი რომლის შედეგადაც განხორციელდა პირის ლიკვიდაცია.

    „ჩვენი გუნდის მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. პირადად მე ჩემი კოლეგების მაგივარად ვერ ვისაუბრებ; ჩემი აზრით კი, ვიდრე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარომებს საგამოძიებო ორგანოები და ჯერ-ჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, პარალელურ რეჟიმში ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. 

    „როდესაც გამოძიება სრულად დასრულდება, პარლამენტს ექნება საშუალება ჩაატაროს რევიზია, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა გამოძიება და გაეცა თუ არა ყველა კითხვას პასუხი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    111   (13.10.2019)
    ლადო დაგაჯვი თავზე, როგორი აფერისტი იყავი მთელი ცხოვრება ისეთი დარჩები მუდამ ! მათხოვარო!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×