სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.09.2019

     „რეზონანსის“ ინფორმაციით, განახლებულ „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან იწყებს, რის შემდეგაც ეტაპობრივად მოხდება სხვა გადაცემების მაუწყებლობის განახლება. ამის შესახებ ტელეკომპანიის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „კურიერი“ ეთერს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებს.

    „ჩვენი ეთერიდან გაიგებთ ყველაფერს ძალიან მალე. მაქვს მედიასაშუალება, რომლის მეშვეობითაც შემიძლია ამის შესახებ მაყურებელს ვესაუბრო. 

    „ერთი რამ მინდა დაგიდასტუროთ - რომ „კურიერი“ აუცილებლად გავა ეთერში, ისევე, როგორც სხვა გადაცემები, რომელსაც მიჩვეულია „რუსთავი 2“-ის მაყურებელი - ახალიც, ძველიც, საინტერესოც და ა.შ.“ - განაცხადა პაატა სალიამ. 

    სხვა დეტალებზე, თუ ვინ წაიყვანს საინფორმაციო გამოშვებას, რომელი ჟურნალისტები დაუბრუნდნენ ტელეკომპანიას და ა.შ.,  მან საუბარი არ ისურვა 

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“ ახალი სატელევიზიო ბადით 16 სექტემბრიდან გავა ეთერში. ამის შესახებ თავად სალიამ განაცხადა.

    „სეზონი ჩვენთან 16 სექტემბერს იწყება დილა-შუადღის გადაცემები, შაბათის გადაცემები აუცილებლად იქნება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ახალ იდეებზე და სეზონის დაწყებისთანავე ნახავთ იმ ახალ გადაცემებს, რომლებზეც ვმუშაობთ. ასევე, მაყურებლისთვის სიუპრიზად დავტოვებ რა ახალი გადაცემები გავა ახალი სეზონიდან", - განაცხადა სალიამ „2020ნიუსთან“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ეთო   (12.09.2019)
    აქამდე ერთი რუსთავი 2 გვქონდა, ახლა ისე დაიშალა ნაწილებად ვეღარ ვითვლი რამდენია.

    tatoo   (11.09.2019)
    როგოც ჩანს საკადრო შიმშილია ახალ რუსთავი 2 ზე


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×