სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    11.09.2019

     სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მელიამ სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. როგორც ცნობილია, დეპუტატის ადვოკატმა პროკურორს წინასწარ აცნობა მელიას განზრახვის შესახებ, თუმცა საპასუხოდ კატეგორიული უარი მიიღო. პროკურატურა იუწყება, რომ ამ ფაქტის შესახებ იმსჯელებენ და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდნენ. იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია კი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესაბამის ორგანოს მელიას დაკავების მოთხოვნის უფლება აქვს, თუმცა ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება.

    პროკურატურას შეუძლია მისი დაპატიმრება მოითხოვოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად გაუმართლებელი იქნება ეს მოთხოვნა. მით უფრო, თუ სასამართლომ დააკმაყოფილა. ამიტომაც, მგონია, რომ გაჩერდებიან.

    „სამართლებრივი საფუძველი არსებობს - მას აკრძალული ჰქონდა, შინა პატიმრობა ჰქონდა და სამაჯური ეკეთა. ეს გამოძიების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებაა, აღკვეთის ღონისძიებაა სანამ გამოძიება მიდის, რომ მისი გამოცხადება უზრუნველყოფილი იყოს," - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

    ცნობისათვის, 10 სექტემბერს ნიკა მელია ტელეკომპანია „კავკასიაში" ინტერვიუზე მივიდა, პროკურატურაში კი ამბობენ, რომ ამ ფაქტზე იმსჯელებენ და შემდეგომ მოახდენენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

    ამასთან, 8 სექტემბერს, გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების დღეს მელია პარლამენტშიც მივიდა და სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, სახლიდან მისი გასვლა ამჯერად პროკურორთან შეთანხმებული იყო.

    შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ეკრძალება. თუმცა, ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელია ამბობს, რომ სასამართლოს ეს შეზღუდვა არაკონსტიტუციურია და მას დეპუტატის უფლებამოსილების შესრულების საშუალებას არ აძლევს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×