სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    10.09.2019

     კრიგორი კარასინს, რომელიც 2005 წლიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ასევე იყო მდივანი სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში, ევგენი ივანოვი შეცვლის, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

    პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „რეზონანსს" განუცხადა, რომ ევგენი ივანოვს აქამდე არ შეხვედრია და ჯერჯობით უცნობია აბაშიძე-კარასინის ფორმატი აბაშიძე-ივანოვის ფორმატი შეიცვლება თუ არა.

    „ივანოვი აღიარებული დიპლომატია. აქამდეც იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თუმცა ახლა პოზიციას იცვლის და იმ თანამდებობას დაიკავებს, სადაც ბატონი კარასინი მუშაობდა. პირადად მას არ შევხვედრივარ.

    „რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს, იქ ვინ იქნება რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ალბათ ახლო მომავალში გაირკვევა ვინ ჩაანაცვლებს კარასინს, ან რა ნაბიჯები გადაიდგემევა ამ კუთხით," - განაცხადა აბაშიძემ.

    ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინიმ ასაკის გამო თანამდებობას დატოვა. მისი გადასვლა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში იგეგმება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×