სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.08.2019

     „ძალიან მაინტერესებს როგორ გაარჩევენ „ძველ ბიჭებს“ - ჩაცმულობით, თუ სხვა ნიშნით? არც სოციალური სტატუსზეა რაიმე ჩანაწერი კანონში, რომ თუ ხელისუფლებას არ მისცმენ ხმას მოუხსნიან დახამარებას. ამიტომ შეიქმნა საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილეებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი, რომ ყველა საკითხზე შეჯერდნენ“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საარჩევნო სისტამაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ მიერ გამიოთქმულ შენიშვნებს.

    „ევროპულ საქართველოს“ შენიშვნები აქვს პარტიების დაფინანსებასთან, სარეკლამო რგოლების განაწილებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით; ასევე მოითხოვენ, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე აიკრძალოს კრიმინალური ელემენტების შეკრება, ასევე მობილურების შეტანა და არჩევნებამდე 6 თვით ადრე არ მოხდეს სოციალური სტატუსის შეცვლა.

    „მიუხედავად იმისა, რომ ჩართული არ ვარ სამუშაო ჯგუფში, რამდენადაც ვიცი, სექტემბერში დაიწყება საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით უფრო აქტიურად მუშაობა, რადგან საშემოდგომო სესიაზე მოესწროს ყველა საკითხის განხილვა და კანონპროექტი სახალხო განხილვაზე დადგეს. 

    „ჯერ-ჯერობით პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გადასვლაზე ყველა პოლიტიკური ძალა თანახმაა. როგორც ჩანს, ეს პროცესი არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ცდილობს, რომ პროცესი იყოს პარალიზებული.

    „რაც შეეხება შენიშვნებს, რომელსაც გამოთქვამენ პოლიტიკური ძალები, ამიტომაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომ ყველა საკითხზე შეჯერდნენ. რა საკითხებზე შეჯერდებიან, ამას გვიჩვენებს სამუშაო პროცესი. 

    „ისე, ძალიან მაინტერესებს როგორ გაარჩევენ „ძველ ბიჭებს“ - ჩაცმულობით თუ სხვა ნიშნით? არც სოციალურ სტატუსზეა რაიმე ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომ თუ ამომრჩეველი ხმას არ მისცემს  ხელისუფლებას, სოციალური სტატუსი მოეხსნება. ეს არის აბსურდი“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ნუკრი ქანთარიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    lekso kutaisi   (13.08.2019)
    hen heftxare mag cverebhi gandono


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×