სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სანაცვლოდ სოხუმის რეჟიმი მათ „მოქალაქეობას“ სთავაზობს
    ეკატერინე ბასილაია
    28.07.2019

     ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, უკვე 400-ზე მეტმა ადამიანმა, რომლებიც აქამდე ქართველებად ითვლებოდნენ, „ძირძველი აფხაზურ გვარი დაიბრუნეს" და აფხაზებად ჩაეწერნენ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს" თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ გააკეთა.

    სოხუმის რეჟიმი კი ე.წ. აფხაზურ მოქალაქეობას და ე.წ. ახალ პასპორტებს ჰპირდება ყველა გალელს, ვინც „აფხაზურ ფესვებთან" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს და აფხაზურ გვარს მიიღებს.

    კონფლიქტოლოგების თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ამ ახალი სქემით ქართული მოსახლეობის ასიმილაციას გეგმავს.

    რამდენიმე დღის წინ გალში ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს" ყრილობა გაიმართა, სადაც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ედიშერ ზუხბამ განაცხადა, რომ „გალის რაიონის 400 -ზე მეტმა მცხოვრებმა ძველი აფხაზური გვარი დაუბრუნა".

    ზუხბა ამბობს, რომ საბჭოს არსებობის 5 წლის განმავლობაში, მათ 900-მდე ადამიანმა მიმართა აფხაზური გვარის დაბრუნების საქმეში დახმარების თხოვნით.

    მისი თქმით, საუბარია ადგილობრივ „მეგრელებზე", რომლებსაც აფხაზური ფესვები აქვთ და საბჭოთა დროს აფხაზური გვარი იძულებით „მეგრულად" გადაუკეთეს, ახლა კი „სამართლიანობა აღიდგინეს" და ძირძველი, ორიგინალური აფხაზური გვარები დაიბრუნეს.

    ინფორმაციას აფხაზური გამოცემები ავრცელებენ.

    ედიშერ ზუხბა აცხადებს, რომ „საბჭო დაინტერესებულია, რომ გალის მცხოვრებლები რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრირდნენ აფხაზეთის ცხოვრებაში და აღიდგინონ ძველი აფხაზური გვარები". გარდა ამისა, მისივე ცნობით, გალის რაიონში დაგეგმილია სკოლა-ინტერნატის შექმნა, სადაც ბავშვებს აფხაზურ ენას და აფხაზეთის ისტორიას შეასწავლიან.

    ორგანიზაცია „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭო" 2014 წელს დაფუძნდა. საბჭოს წევრების განცხადებით, მათი მიზანია მურზაყანელ აფხაზთა შთამომავლების ინტერესების დაცვა.

    საბჭო აცხადებს, რომ დღეს გალის რაიონის მოსახლეობის 95% ეთნიკური ქართველი, „მეგრელია", თუმცა „ყველამ კარგად იცის საკუთარი აფხაზური ფესვების შესახებ". ბევრია ისეთი, რომლებსაც აიძულეს აფხაზური გვარი ქართულად გადაეკეთებინა. აფხაზური წარმომავლობის გვარებად დასახელებულია: ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, გვაძაბია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კაკუბავა, ეზუგბაია, ყოლბაია და კიდევ ათზე მეტი გვარი.

    აფხაზეთის ა/რ უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ეს არის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმა.

    „რაც ხდება, მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც გალში მცხოვრებ ძირძველ ქართულ მოსახლეობას მხოლოდ ბინადრობის დოკუმენტი მისცეს. წლების წინ დაიწყო ე.წ. აფხაზური პასპორტების ჩამორთმევა ქართული მოსახლეობისთვის იმ მიზეზით, რომ ისინი ქართველები და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

    "ამ ე.წ. პასპორტის გარეშე გალელები ყველანაირი უფლებების გარეშე არიან, არასრულფასოვან მოქალაქეებად მიიჩნევიან. ამ ხალხს ნაკვეთები აქვს, ბინა, სახლები, მაგრამ არ აქვს უფლება, საკუთრება გაიფორმოს.

    "ამიტომ, მოსალოდნელი იყო, რომ ზოგიერთი იძულებული გახდებოდა გვარი შეეცვალა. არის გვარები, რომელიც აფხაზურფუძოვანია, მაგრამ არასდროს ყოფილა იძულება, რომ გვარები ქართულად გადაეკეთებინათ. იმაზე რატომ არაფერს ამბობენ, ქართული ფუძის გვარები რატომ არიან დღეს აფხაზებად ჩაწერილები.

    "ძალიან ხშირი იყო, როცა ქართულ გვარებს აფხაზურად იკეთებდნენ ან აფხაზებად იწერებოდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. მაგალითად, არ მიჰყავდათ ჯარში და მარტივად ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

    "ამაზე ადრეს არ საუბრობენ, იმიტომ რომ, არ აწყობთ. როგორც აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. დღეს იქ ასეთი პოლიტიკაა და ხალხს იძულებულს ხდიან აფხაზებად ჩაეწერონ," - ამბობს კიკნაძე.

    მისი თქმით, გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარაია ქართველია, გვარის ფუძეც ქართულია, მაგრამ აფხაზობს და ქართველებს ყველაზე სასტიკადაც ის ეპყრობა.

    კიკნაძე ამბობს, რომ ეს არის გეგმა, რომ გალში ასეთი გზით შეცვალონ ეთნიკური სურათი.

    „თუ ასე გაგრძელდა და არაფერი არ შეიცვალა, ზოგი ჩაეწერება აფხაზად, რომ ნორმალური უფლებები ჰქონდეს. ეს ტენდენცია წავა. სამწუხაროა, მაგრამ ასე იქნება. ეს არის ქართული მოსახლეობის ასიმილაციის გეგმა, რომ გალში ეთნიკური სურათი შეცვალონ,"- დასძენს კიკნაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (29.07.2019)
    ჩვენს ბედოვლათ ისტორიკოსებს, იმის ფანტაზიის უნარიც კი არ აღმოაჩნდათ, დაემკიცებინათ, თუ რატომ ერქვა ერთ დროს მთელს დასავლეთ საქართველოს აფხაზეთი, ხოლო მეფეების ტიტულარში რატომ მოიხსენიებოდა მეფე-აფხაზთა, ქართველთა, რანთა, ჰერთა და ა.შ.-ეს სახელწოდება არაფრით არ უკავშირდება აფხაზებისა და აბსილების ეთნიკურ ჯგუფებს, ეს იყო ტერიტორია სადაც ცხოვრობდა ხალხი, რომლებმაც ქრისტიანობა მიიღეს, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში...აფხა- მეგრულად ნიშნავს სხეულის ნაწილს-ქართულად მხარს, ე.ი. მხარზე ზეთსმული ხალხი, ანუ მონათლული ქრისტეს სჯულზე ხალხი, საბოლოოდ მოხდა ისე,რომ ქართველთა იმდროინდელმა ცეცხლთაყვანისმცემელმა მეფემ ადრეკმა ქრისტეს ორი მოციქული, ანდრია და სიმონი/მატათა/ განდევნა ენგურს გაღმა, ეს უკანასკნელი დამარხულია ბიჭვინთაში და ამ ადგილებს შემორჩა ეს სახელწოდება აფხაზეთი, შემდგომ აფხაზეთი ვითომ მოინიშნა, როგორც აფსილების და აბაზგების საცხოვრებელ ადგილად და სახელწოდება, ვითომ დაუკავშირდა ამ ჯგუფებს, ეხლა ჩვენში უარყოფით ემოციებს იწვევს აფხაზად-ქართველის მოხსენიება, მაშინ როდესაც მთელი დასავლეთ საქართველო ისტორიულად იწოდებოდა აფხაზეთად...

    status quo   (28.07.2019)
    ისინი არც არასოდეს ყოფილან ქართველები.სუსმა ამათი გვარები უნდა ჩაინიშნოს და აქ შემოსვლის უფლება არასოდეს არ უნდა მისცენ.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×