სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მერიაში კი ირწმუნებიან, რომ გაჩეხვას კი არა, პარკის კიდევ უფრო გამწვანებას გეგმავენ
    თამარ შუკვანი
    12.07.2019

     დაგეგმილია დიღმის ტყის გაჩეხვა და კომერციულ ფართად გადაქცევა - ეს ინფორმაცია თავიდან სოციალური ქსელებით მოქალაქეებმა გაავრცელეს, შემდეგ კი „რეზონანსს" გარემოს დამცველმა და ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმაც დაუდასტურა, რომ ასეთი საფრთხე არსებობს. თუმცა თბილისის მერია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ პირიქით, დაგეგმილია დიღმის ტყე-პარკის განვითარება.

    „ჩვენი ინფორმაციითაც, რეკრეაციული ზონის ნაცვლად მორიგი საქმიანი ზონაა დაორგანიზებული. ობიექტის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს გამწვანებული, თუმცა იმ უმნიშვენლოვანესი პარკის გაჩეხვით, მსგავსი რამ მიუღებელია," - აცხადებს ჩხარტიშვილი.

    მისივე ცნობით, კომპანია "ანაგი" აპირებს არსებული „კია მოტორსის" შენობის გადაკეთებას და ფაქტობრივად, დიღმის ტყე-პარკის განადგურებას: „უკანასკნელი სამი ხელისუფლების პირობებში, აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს, მშენებლობები რეკრეაციულ ზონებისა და დაცული ტერიტორიების ხარჯზე," - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

    თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ საუბარია ამ საავტომობილო ცენტრის ადგილას საგამოფენო სივრცის მოწყობაზე: „კია მოტორისის" ცენტრი ემსახურება ავტომომხმარებლებს, სადაც არის საბურავების, ზეთების გამოცვლის და მსგავსი ტიპის მომსახურება, რაც არანაირად არ ჯდება დიღმის ტყე-პარკის განვითარების კონცეფციაში. თბილისის მერიამ მესაკუთრეს უფლება მისცა, რომ მის ადგილზე ე.წ. ორანჟერეა განთავსდეს," - აცხადებენ მერიაში.

    ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისში სუნთქვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და დიღმის ტყე-პარკის გაჩეხვა, ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას, უფრო მეტად დაამძიმებს.

    „საერთოდ, ტყეებსა და მწვანე სივრცეს თავი უნდა დავანებოთ, ეს არის მთავარი. გენგეგმაც ამას გვკარნახობს და საერთოდ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობაც, ქალაქში სუნთქვა აღარ შეიძლება უკვე.

    „მოსახლეობის ნაწილი გასულია, მანქანების რაოდენობამ იკლო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა. ეს ჩვენი ფილტვებია, ჰაერი თბილისში იქიდან შემოდის და იქ არაფრის ჩადგმაა არ შეიძლება," - განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.

    ეკოლოგი ლაშა ჩხარტიშვილისთვისაც დიღმის ტყის გაჩეხვა და მის ადგილას კომერციული ფართის მოწყობა ყოვლად მიუღებელია.

    „ჩვენი ინფორმაციითაც, რეკრეაციული ზონის ნაცვლად მორიგი საქმიანი ზონაა დაორგანიზებული. ობიექტის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს გამწვანებული, თუმცა იმ უმნიშვენლოვანესი პარკის გაჩეხვით, მსგავსი რამ მიუღებელია. თითოულ ხეს ოქროს ფასი აქვს, რა მასშტაბზეც არ უნდა იყოს საუბარი. უკანასკნელი სამი ხელისუფლების პირობებში, აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს, მშენებლობები რეკრეაციული ზონებისა და დაცული ტერიტორიების ხარჯზე.

    „არსებობს უამრავი პრობლემა. შესაბამისად ბრძოლა ნამდვილად საჭიროა როგორც დიღმის პარკისთვის, ასევე ყველა იმ უკანასკნელი მწვანე ადგილისთვის, რომელიც ქალაქს შემორჩა და ამისათვის სერიოზული სამუშაოებია დასაფინასებელი," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

    რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კომპანია „ანაგი" არსებული „კია მოტორსის" შენობის გადაკეთებას აპირებს, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია ამ საავტომობილო ცენტრის ადგილას საგამოფენო სივრცის მოწყობაზე, რომელიც არა შუაგულ ტყე-პარკში, არამედ მის ახლოს მდებარეობს.

    „ჩვენ დავიწყეთ გასხვისებული ტერიტორიების გამოსყიდვა; კერძო მესაკუთრეებთან, რომლებმაც თავის დროზე იყიდეს ნაკვეთები დიღმის რეკრეაციულ ტყე-პარკში, მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თბილისის მერია დიდი ხანია მუშაობს ამ მესაკუთრეებთან, რომ მოხდეს გამოსყიდვა, დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკს სრული ტერიტორია. უკვე მიღწეულია გარკვეული შედეგიც.

    „წინა მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ნაკვეთი გამოსყიდულია. ასევე სხვებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაგეგმილია ძალიან მასშტაბური და სერიოზული მუშაობა დიღმის ტყე-პარკის განვითარებასთან დაკავშირებით. არანაირი გაჩეხვა არ იგეგმება, პირიქით, თბილისის მერია ცდილობს, რომ დაცული იყოს დიღმის ტყე-პარკი, განვითარდეს და კიდევ უფრო გამწვანდეს.

    „აქ არის საუბარი მომსახურების ცენტრზე, რომელიც მდებარეობს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ. „კია მოტორისის" ცენტრი ემსახურება ავტომომხმარებლებს, სადაც არის საბურავების, ზეთების გამოცვლის და მსგავსი ტიპის მომსახურება, რაც არანაირად არ ჯდება დიღმის ტყე-პარკის განვითარების კონცეფციაში და თბილისის მერიამ მესაკუთრეს უფლება მისცა, რომ „კია მოტორსის" ადგილზე საგამოფენო სივრცე, ე.წ. ორანჟერეა განთავსდეს. ამის პროექტი უკვე დამტკიცებულია და თანხმობაც გაცემულია," - უთხრეს "რეზონანსს" თბილისის მერიაში.

    კვირა დღეს, 14 ივლისს კი დაანონსებულია მშვიდობიანი აქცია, სადაც აქციის მონაწილეეები ტყის განადგურება გააპროტესტებენ. „ძალიან გთხოვთ გავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და არ მივცეთ საშუალება ამ უზნეო და უპასუხისმგებლო ადამიანებს ტყის განადგურების!"

    ამასთან ერთად, შეიქმნა პეტიცია „აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია "ანაგისთვის" გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს," სადაც საუბარია, რომ "დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან. შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა, ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი."

    (ფოტო ფეიბბუქ-გვერდიდან Safe Space)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×