სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.06.2019

     "აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა ტონი, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემებია და გზავნილიც წინმსწრებად იყო გაკეთებული.

    "აშშ-ს ხელისუფლება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას მიეცეს შესაძლებლობა თავისი შედეგი აჩვენოს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემირე-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს გაკეთდა.

    "სამივე გზავნილი იყო მნიშვნლოვანი, ძველი თემები, რომელიც დიდი ხანია მუსირებს, ეს არის სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და არჩევნების სამართლიანად ჩატარება.

    "აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან იგრძნობოდა ტონი, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლმებია, რაც არასტაბილურ განწყობას იწვევს ქვეყანაში.

    "ეს იყო წინმსწრებად გაკეთებული განცხადება, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და ყველა ძირითად პოლიტიკურ ძალას მიეცეს შესაძლებლობა თავისი შედეგი აჩვენოს. საქართველო შედგეს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა და ქვეყანაში შენარჩუნედეს სტაბილურობა.

    "მესამე და ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც ეხებოდა ანაკლიის პორტის მშენებლობას, აშშ-ს ხელისუფლებამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ჩაამთავროს ეს პროექტი." - განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    პეტრე   (14.06.2019)
    ეხლა უნდა ველოდეთ უმძიმეს პერიოდს ქართული პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში, რუსულ-ჩინური ძალების გააქტიურება საქართველოში გარდაუვალია, ეს პირველ რიგში მოხდება პარლამენტში, საპარლამენტო არჩევნების დროს, საბოლოო ეფექტი უნდა დაიდოს ქართველი ხალხის ნებით, მის მიერ არჩეული პარლამენტარები ამაში დიდ როლს ითამაშებენ...მოსალოდნელია რეფერენდუმის ჩატარებაც, უნდა თუ არა ქართველ ხალხს ნატოში გაწევრიანება და პასუხიც წინასწარ ცნობილია, თუ პრორუსულმა ხილულმა და უხილავმა ძალებმა გაიმარჯვეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა შეიძლება ეს საკითხი, უახლოეს პერიოდშიც ვიხილოთ განსახილველად...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×