სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    „აშშ-ს ინტერესებშია, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს დასავლური სტანდარტებით და არა კორუფციული გარიგებებით და არაფორმალური მმართველების ზედამხედველობის ქვეშ”
    თამარ შუკვანი
    12.06.2019

     საქართველომ აშშ-სგან პირველად მიიღო ასეთი მკაცრი გაფრთხილება - ის გზავნილი, რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა გუშინ გააკეთა, სწორედ ამის დასტური გახლავთ, - „მე იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს," - საქართველოს მოუწევს ანაკლიის პორტის პროექტის დასრულება. მკაცრი გაფრთხილება მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტს არ მოიცავდა, აქცენტი ასევე გაკეთებული იყო სამართლიან არჩევნებსა და სასამართლო სისტემაზე.

    11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, სადაც მან ღიად ისაუბრა ანაკლიას პორტის პროექტთან დაკავშირებით, რაც ვაშინგტონის მტკიცე ინტერესს ადასტურებს.

    „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია „რეზონანსთან" საუბრისას აშშ-ს სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აფასებს. მისი განცხადებით, აუცილებელია იმ მკაცრი გზავნილების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც ამ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობამ მიიღო.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური კეთილდღეობა და ზოგადად, სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ ამ პარტნიორობაზეა დამოკიდებული. აშშ ჩართულობა და ის საკმაოდ მკაცრი გაფრთხილებები, რაც საქართველოს მთავრობამ გუშინ მიიღო, ყურადსაღებია და ამას სჭირდება ზედმიწევნით შესრულება,

    „ეს ერთი და იგივე პრობლემის სხვადასხვა გამოვლინებაა; სასამართლო რეფორმა, არჩევნები, როგორც დემოკრატიული მმართველობის მთავარი შემადგენელი ნაწილი, - ეს არის ფორმალური მმართველობა არაფორმალურის მაგივრად. ის, რომ პარლამენტმა და აღმასრულებებმა ხელისუფლებამ საქმე კანონის მიხედვით აკეთონ, შეასრულონ ის დაპირებები, რაც ხალხს მისცეს და არა ერთპიროვნულ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს.

    „ეკონომიკური სტრატეგიული ვექტორი, - ეს არის თავისუფალ ეკონომიკაზე აღებული ორიენტირი და არა რუსეთსა თუ ჩინეთზე, რომელთაც სხვადასხვა, არცთუ ისე კეთილსინდისიერი მიზნები აქვთ ეკონომიკური კუთხით საქართველოსთან მიმართებაში. ამის კონკრეტული გამოვლინება პორტთან დაკავშირებით გაკეთებული გზავნილი იყო, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს," - აღნიშნა მან.

    ქუთელია ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს; მისი თქმით, მართალია აშშ საქართველოსთვის მნიშვენლოვანი ქვეყანაა, თუმცა, აშშ-საც სჭირდება საქართველო და სწორედ ამიტომ არის გამახვილებული ყურადღება ანაკლიის პორტზე. მისი თქმით, აშშ-ს ინტერესს წარმოადგენს საქართველო შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

    „საქართველოსთვის ამერიკა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ ამერიკისთვისაც საქართველო ასევე მნიშვნელოვანი ქვეყანა გახლავთ, - საქართველო შედგეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. აშშ-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის კომპონენტი, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობას გააძლიერებს და ასევე მის დემოკრატიულობის ხარიხს გაზრდის.

    "ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს რუსული ჰიბრიდული ომის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი კოპონენტი, ეს გახლავთ სწორედ სხვასთან ერთად ეკონომიკური ექსპანსია, რაც ავტომატურად ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემის ეროზიას ნიშნავს.

    „აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებშია, რომ საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობა, სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურული პროექტები გამჭირვალედ განხორციელდეს, დასავლური სტანდარტებით და არა კორუფციული გარიგებებით და არაფორმალური მმართველების ზედამხედველობის ქვეშ.

    "სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას რუსეთის ჰიბრიდული ომის შესაკავებლად. შავი ზღვის უსაფრთხოება ამერიკისთვის და ჩრდილოატლანტიკური უსაფრთოხებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

    „სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მონაწილეობა, ვიდრე რუსეთის ან რუსეთს ამოფარებული კომპანიების, განსაკუთრებით კორუფციული გარიგებით.

    "ამიტომაც არის ანაკლია მნიშვნელოვანი პროექტი. რეგიონში აშშ-ს სტრატეგიული ინტერესები მხოლოდ საქართველო არაა, - ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოება და ახლო აღმოსავლეთი. აქედან გამომდინარე, ეს არის საქართველოსთვის შანსი, რომ თავისი მოქმედებით მაქსიმალური რეალიზება მოახდინოს. ამ მხრივ, ჩვენი და ამერიკის ინტერესები რეგიონში ემთხვევა და ანაკლიის პორტი ამის გამოვლინებაა," - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (13.06.2019)
    „ეკონომიკური სტრატეგიული ვექტორი, - ეს არის თავისუფალ ეკონომიკაზე აღებული ორიენტირი და არა რუსეთსა თუ ჩინეთზე, რომელთაც სხვადასხვა, არცთუ ისე კეთილსინდისიერი მიზნები აქვთ ეკონომიკური კუთხით საქართველოსთან მიმართებაში. ამის კონკრეტული გამოვლინება პორტთან დაკავშირებით გაკეთებული გზავნილი იყო, რომ ეს პორტი უნდა აშენდეს," - აღნიშნა მან. ამაზე უფრო პირდაპირი და გულახდილი რჩევა, აბა რაღა უნდა იყოს...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved