სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    “ჩვენთან ეს მომენტი ნაკლებად იციან - ალიანსს შეუძლია გამოიყენოს არა მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, თუ საქართველო გახდება პირდაპირი აგრესიის მსხვერპლი”
    ეკატერინე ბასილაია
    06.05.2019

     2019 წელი საქართველოში ნატო-ს სამხედრო სწავლებების დიდი გააქტიურების წლად იქცა. ამჯერად, 6-17 მაისს საქართველოში პირველად ტარდება საერთაშორისო ლოჯისტიკური სწავლება „LOGDEV 2019", სადაც 12 ქვეყნის 130 სამხედეო იღებს მონაწილეობას, წვრთნები კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ტარდება.

    ჯერ მარტში 12-დღიანი „ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის მასშტაბური სწავლება გაიმართა, რომლიც 2016 წლის შემდეგ მეორედ ჩატარდა და გაცილებით უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე 3 წლის წინ. ასევე დაანონსდა, რომ აგვისტო-სექტემბერში დასავლეთ საქართველოში ჩატარდება ასევე მასშტაბური სამხედრო წვრთნები - „მტკიცე სული" და მასში წელს პირველად საზღვაო კომპონენტიც იქნება ჩართული.

    ორშაბათს, 6 მაისს კი სამეთაურო-საშტაბო მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება LOGDEV 2019 ოფიციალურად დაიწყო.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაიას თქმით, ამ ბოლო პერიოდში ნატოს სწავლებების გააქტიურება ხდება და ეს ლოგიკურიცაა.

    „ლოჯისტიკური სარდლობის ამოცანები საბრძოლო ოპერაციების დროს ზურგის ოპერატიული და მართებული ფუქციონირებაა. საბრძოლო ოპერაციების პერიოდში ზურგის საკითხი, შესაბამისად ზურგის საოპერაციო ზოლი მნიშვნელოვანი და აქტუალურია. თუ ზურგი არ გაქვს საკმაოდ ძლიერი, ბუნებრივია, ოპერაციას ვერ აწარმოებ. ამაზეა საუბარი. ეს არის ისეთივე საბრძოლო ტიპის ამოცანების შესრულება, როგორიც დაუშვათ უშუალოდ პირდაპირი საბძოლო დავალებების შესრულება სწავლების დროს. ეს საბრძოლო დავალებაა. ეს საბრძოლო ოპერაციების განუყოფელი ნაწილია და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი სწავლებაა.

    „ამ ბოლო პერიოდში საქართველოში ნატო-ს სწავლებების გააქტიურება ხდება და ეს ლოგიკურცაა. ნატო კიდევ უფრო გაზრდის წვრთნების და სამხედრო მანევრების ჩატარებას, იმიტომ რომ, ახალი ცივი ომია და რუსეთი და ნატო სამხედრო მტრები არიან. შესაბამისად, ეს საკითხი გადადის ახალი ცივი ომის კონტექსტში, რომელიც თანდათანობით ცხელ ფაზაში გადადის. ასე, რომ სავსებით მოსალოდნელია ნატო-ს გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში და ჩვენი მიმართულებითაც", - აღნიშნავს მაისაია.

    მისი თქმით, ჩვენთვის ნატო-ს ეს გაზრდილი აქტიურობა პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.

    „მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატო-ს წევრი არ ვართ და ბუნებრივია, ჩვენზე მე-5 მუხლის პრინციპი ვერ გავრცელდება, მაგრამ ჩვენთან ეს მომენტი ნაკლებად იციან და რატომღაც არ ამახვილებენ ყურადღებას, რომ ნატო-ს შეუძლია საქართველოს მიმართ გარკვეული ვალდებულება განახორციელოს, თუ ალიანსი გამოიყენებს არა მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას. ამ კუთხით ნატო-ს შეუძლია აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს, თუ საქართველო გახდება პირდაპირი აგრესიის მსხვერპლი.

    "ეს არის კრიზისების მართვის ოპერაცია. ნატო-ს შეუძლია საქართველოს თავდაცვის და შეიარაღების ძალებს დაეხმაროს იგივე საზღვაო აკვატორიის კონტროლის კუთხით, კიბერთავდაცვის კუთხით. ასევე შეიძლება ოპერატიული ჯგუფების კოორდინაცია ოპერაციებისას, ამ კუთხით რჩევების სახით.

    "არა მე-5 მუხლის ვალდებულების კონტექსტში ნატო-ს შეუძლია ჩაერთოს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში, თუკი საქართველო გახდება პირდაპირი თავდასხმის ობიექტი,"- დასძენს მაისაია.

    მრავალეროვნული ლოჯისტიკური სწავლება აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7 ხელმძღვანელობით ტარდება. სწავლება 6 მაისს დაიწყო და 17 მაისს დაიხურება. სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანი ნატო-ს ლოჯისტიკის დოქტრინების დახვეწა და ნატო-ს ინფორმაციული სისტემების გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ასევე, ქვედანაყოფების ფორმირების, გადასროლის, ოპერაციის რაიონში ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და უკუგადასროლის საკითხებში მონაწილეთა შორის ურთიერთთავსებადობის მიღწევაა.

    თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე ჩატარდება. LOGDEV 2019-ში მონაწილეობას 12 ქვეყნის 130 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, მათ შორის - აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ხორვატია.

    სწავლების გახსნის ცერემონილაზე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველო პირველად მასპინძლობს საერთაშორისო ლოჯისტიკურ სწავლებას, რომელშიც ნატოს წევრი 12 ქვეყანა მონაწილეობს და სწავლების მიზანია, ლოჯისტიკური უზრუნველყოფა ნატო-ს სტანდარტებს დაუახლოვდეს და ჩვენ შევძლოთ მრავალეროვნულ გარემოში ოპერირება".

    განცხადება გააკეთა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის J-7-ის ლოჯისტიკური განვითარების პროგრამის დირექტორმა სტივენ მეტსონმა.

    „ ლოჯისტიკოსების ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება მრავალფეროვნულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია, იმის ფონზე, რომ მცირდება ბიუჯეტები და იზრდება ვადებულებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლოჯისტიკას კი ამ მიმართულებით ცენტრალური ადგილი უკავია, რადგან მასზე დამოკიდებული ჯარების გადასროლა, ოპერაციების შენარჩუნება, გადაადგილება, რათა ეს ოპერაციები სათანადოდ ჩატარდეს. საქართველო შესანიშნავი პარტნიორია, რომელიც ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ასევე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სწავლებაში,"- განაცხადა მეტისონმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    Mato   (07.05.2019)
    Mogityant kato nato da dato qvevit

    dato   (07.05.2019)
    kako xar tu vigac siri rusebis mona, mexi shen dageces jobia, erti mogalatit naklebi iqneba.

    kako   (06.05.2019)
    mexi natosac da amerikasac davakare.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved