სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    აშშ ლაზერული იარაღით აღჭურვილ თვითმფრინავს ქმნის, რომელიც ნებისმიერი სარაკეტო საფრთხის თავიდან აცილებას შეძლებს
    თამარ შუკვანი
    06.05.2019

     საბრძოლო თვითმფრინავების ახალი ერა იწყება - აშშ-ის საჰაერო ძალები ლაზერული იარაღით აღჭურვილ თვითმფრინავს ქმნის, რომელიც ნებისმიერი სარაკეტო საფრთხის თავიდან აცილებას შეძლებს. თუმცა პირველ სატესტო გაფრენა 2021 წლამდე იგეგმება.

    რა პოტენციალის მქონე თვითმფრინავზეა საუბარი და სხვა თვითმფრინავებთან შედარებით, რა უპირატესობები გააჩნია მას? „რეზონანსი" ამ საკითხთან დაკავშირებით, „არსენალის" მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს ესაუბრა.

    ალადაშვილი ლაზერული იარაღის გამოყენების მიზანსა და იდეაზე საუბრობს; მისი განცხადებით, მსგავსი იარაღის შექმნაზე 1980-იანი წლებიდან მიდის საუბარი და დღეს აშშ ამ იდეისთვის ფრთების შესხმას აპირებს.

    „საერთოდ, ლაზერული იარაღის გამოყენება ანტისარაკეტო მიზნებისთვის, ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებისთვის, დიდი ხანია განიხილება, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირი ამ მხრივ კვლევებს აწარმოებდა. ილ-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში მძლავრი ლაზერი განათავსეს და საჰაერო გამოცდას ატარებდნენ.

    „ამის პარალელურად, გასული საუკუნის 90-იან წლებსა და ახალი საუკუნის დასაწყისში, ასეთ ცდებს ამერიკაც ატარებს უკვე ბოინგ-747-ის ბაზაზე. იდეა არის, რომ ბალისტიკური რაკეტა ფრენის პირველ წუთებზე იქნას ჩამოგდებული, სანამ ახლო კოსმოსში გავა.

    „დღეს ტექნოლოგიები წინ წავიდა და უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ასეთი იარაღი დამონტაჟებული იქნას არამარტო მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებზე, არამედ უკვე მსუბუქ საბრძოლო თვითმფრინავებზეც. იდეა ის არის, რომ თანამედროვე მეხუთე თაობის თვითმფრინავ F-22 "რეფტორს" მოწინააღმდეგის თვითმფრინავების ან რაკეტების დაზიანება შეეძლოს," - აღნიშნა მან.

    ამასთანავე, ალადაშვილი იმ არსებით პრობლემებზე საუბრობს, რაც ლაზერული იარაღის გამოყენებას თან ახლავს; მისი თქმით, წვიმისა და მოღრუბლული ამინდის შემთხვევაში, ეს იარაღი თავის ეფექტურობას კარგავს.

    „აქ არსებობს პრობლემები; პირველ რიგში, როდესაც მოღრუბლულია, ან წვიმაა, ის ლაზერის სხივის გავრცელებას სერიოზულად უშლის ხელს და მისი ეფექტიანობა იკარგება.

    „ტექნოლოგიურად საინტერესო მიმართულებაა, მაგრამ რთულია. თქმა იმისა, რომ ლაზერული იარაღი ყველაფერს შეცვლის, ასე არ იქნება. თავისი ნიშა შეიძლება მან დაიკაოს," - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×