სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.01.2019

     „საინტერესო იქნება ბესელიას მოსმენა, რადგან იგი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და მის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციებმა შეიძლება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ივანიშვილის იმიჯზეც იმოქმედოს“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ეკა ბესელიას მუქარანარევ პასუხს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ იგი ორშაბათს გაახმოვანებს პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე თავის პოზიციას და ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

    „ბესელია მზად არის გამწვავებაზე წავიდეს. როგორც ჩანს, მას ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი, რომ ივანიშვილი მას და მის გუნდს არ გაწირავდა, მაგრამ მისი განცხადების შემდეგ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა ივანიშვილის კარზე წაგებული აქვს. ფაქტიურად, შეგუებულია აზრს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გაუშვებენ, ამიტომაც გადაწყვიტა ნათელი მოფინოს იმ მოვლენებს, რომელიც მმართველ გუნდში დღეს არსებობს.

    „რა თქმა უნდა, საინტერსო იქნება მისი მოსმენა, რომელმაც შეიძლება პროცესები სხვა სიბრტყეში გადაიყვანოს და მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდოს საფუძველი. მის მიერ სააშკარაოზე გამოტანილმა ინფორმაციამ შეიძლება არა მხოლოდ პარტიის, არამედ ივანიშვილის იმიჯზეც იმოქმედოს. 

    „საზოგადოებამ ნაწილობრივ მაინც იცოდა ივანიშვილის როლზე პარტიაში, მაგრამ ვინ იყო ივანიშვილის შემდეგ გადაწყვეტილებების მიმღები მმართველ გუნდში, ამის გაგება საინტერსო იქნება. „ოცნება“ აქამდე როგორღაც ახერხებდა ერთობის შენარჩენებას, მაგრამ ამის გაკეთება ამ ჯერზე გაუჭირდება, მითუმეტეს, თუ ბესელია და მისი გუნდი ოპოზიციაში გადავა, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს "ქართულ ოცნებას", - განაცხადა „რეზონანსთან“ კორნელი კაკაჩიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (13.01.2019)
    ძალიად დიდი წარმოდგენა გქონიათ ბესელიას იურიდიულ განსწავლულობაზე,აქედან ჩანს,რომ თქვენ არაიურისტი ბრძანდებით.ბესელიას წიგნის კითხვა ჭირის დღესავით სძულს.ყოველთვის სხვისი ცოდნის გამოყენებით გადიოდა ფონს.

    ნათი   (12.01.2019)
    ბესელია ძლიერი იურისტია,იურიდიული კანონების ცოდნაში ბადალი არა ჰყავს,ამავ დროულად დიდი ხნის პოლიტიკოსია,შეიძლება ასეთი ადამიანი გაიწიროს სიმართლის თქმისთვის? რას ნიშნავს გუნდურობის წესის დარღვევა?სანამ გარეთ გამოიტანდა სათქმელს,მანამ ხომ გუნდში ჰქონდა ამ თემებზე საუბარი? თუ არ დაეთანხმეთ ე.ი.გაჩუმებულიყო?მაშინ გაგერკვიათ რაში ცდებოდა ქ-ნი ეკა ფაქტებით ამ მოსამართლეების მიმართ,ამას ქვია გუნდურობა და არა იმწამსვე გალანძღვას,მის მოშორებას როგორც ამაზე ბ-ნმა ვოლსკიმ ისაუბრა (ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ),სად იყო მანამდე?დროს უცდიდა? ჩემო ოცნებავ ნუ დაგვიკარგავთ ხალხს ბოლო იმედსაც,ნუ გააცინებთ ჩასაფრებულ ოპოზიციას,ნუ მოახდენთ დაშლას,პირიქით შეკავშირდით ახალგაზრდა და ბევრ ჭირ-ვარამ გამოვლილმა,უფრო გამოცდილმა ძველმა თაობამ.კეთილი სურვილებით.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved