სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    13.10.2018

     დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება რუსეთს ახალი „შეთანხმების" გაფორმებას სთხოვს, რომლითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული რუბლი ოფიციალურად გამოცხადდება გადახდის საშუალებად. თუმცა, ოფიციალური მოსკოვი ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობს და „აფხაზეთის საბანკო სისტემაში" რთული ვითარებაა შექმნილი.

    ცნობისათვის, დღეს რუსული რუბლი აფხაზეთში პრაქტიკულად ერთადერთი გადახდის საშუალებაა. მართალია, სეპარატისტებმა გამოუშვეს საკუთარი „ეროვნული ვალუტა" - აპსარი, მაგრამ 2008 წელს მიღებული „კანონის" თანახმად, მას მხოლოდ სიმბოლური და საინვესტიციო დანიშნულება აქვს და მომოქცევაში არ გამოიყენება.

    აფხაზეთის ტერიტორიაზე რუბლის გადამხდელ საშუალებად ოფიციალურად გამოცხადების საკითხი დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ სოხუმში გამართულ მე-9 რუსულ-აფხაზურ საქმიან ფორუმზე დასვა.

    „რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რადგან მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ვალუტის გამოყენება არ იყოს დაფიქსირებული ცაკლეული შეთანხმებებით", - განაცხადა ადგურ არძინბამ.

    მისივე თქმით, აფხაზეთს არ აქვს წვდომა რუსეთის ფინანსურ ბაზართან, ეს კი პერიოდულად „რესპუბლიკაში" ნაღდი ფულის მწვავე დეფიციტს იწვევს ა „ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

    ამის საპასუხოდ რუსეთის ჩრდილო კავკასიის საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ კოშინმა აღნიშნა, რომ „ეს რთული საკითხია და აუცილებლად უნდა განიხილოს, შემდეგ კი მოგვარდეს".

    პოლიტიკური ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს „შეთანხმება", რომელიც შესაძლოა გაფორმდეს, უბრალო ფორმალობაა, რადგანაც რუსულ რუბლს ისედაც ათვისებული აქვს აფხაზეთი.

    „იქ ყველაფერი რუსული რუბლით ხორციელდება. სხვა ვალუტა არ არსებობს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ე.წ. შეთანხმებები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, ხელმოწერილია. ეკონომიკურად რუსეთის ფედერაციას აფხაზეთის ტერიტორია ათვისებული აქვს. პოლიტიკურად იქ არავითარი პრობლემა არ აქვს რუბლს და რუსულ ეკონომიკას.

    „ამ გადაწყვეტილებითარაფერი არ შეიცვლება. შესაძლებელია, რომ კიდევ უფრო გამყარდეს რუსული ეკონომიკის ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე, ანუ ეს შეიძლება იყოს მიმართული გამყარებისკენ - ამაში არ არის არაფერი ახალი. იქ ყველაფერი რუბლის საშუალებით ხორციელდება, სხვა ვალუტა აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოქმედებს.

    „შესაბამისად, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სჭირდება რეგულაციების მეტად გამკაცრება და მკაფიოოობა - შესაძლოა, რომ შიგნით რაღაც პრობლემები არსებობდეს, რუბლის გამოყენების მიმართულებით და მათი მიზანი იქნება ამ ხარვეზების გამოსწორება. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ ამ გზით უნდათ უცხოური ვალუტის მოქმედების გამორიცხვა. როგორც მე ვიცი, არანაირი დოლარი და არანაირი ევრო აფხაზეთის ტერიტორიაზე ფორმალურ მიმოქცევაში არ არის.

    „განსაკუთრებული რუსული ჩარევები მოსალოდნელი აღარ არის, რადგან უკვე მოხდა. ასე რომ, იმაზე მეტი, რაც არის, შეუძლებელია რომ მოხდეს. ალბათ, აქ რეგულაციებზეა საუბარი - ხდება დახვეწა გარკვეული ეკონომიკური პარამეტრებისა, რათა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები იყოს უკეთ მორგებული რუსეთის ნორმატიულ აქტებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved