სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    12.10.2018

     კინორეჟისორი გიორგი შენგელაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მოსახლეობა არ უნდა მივიდეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ეს არის მოჩვენებითი ფორმალობა, რომელიც წინასწარ იქნება გაწერილი. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ბოიკოტია.

    "რეზონანსი": თქვენ დარეგისტრირდით საპრეზიდენტო კანდიდატად. მართალია, რომ შემდეგ ცესკო-დან საბუთები გამოიტანეთ?

    გიორგი შენგელაია: გამომდინარე იქიდან, რომ რეჟისორს აქვს ძალიან დიდი საორგანიზაციო ნიჭი, მე ჩავთვალე, რომ გამოვადგებოდი ჩემს ქვეყანას იმ შემთხვევაში თუ გავხდებოდი პრეზიდენტი. ვხედავდი ქვეყანაში ძალიან ცუდ სიტუაციას, ვერ ვხედავდი პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ვინმე ღირსეულს - ვინმე რომ ყოფილიყო, მონაწილეობას არ მივიღებდი და მივხედავდი ჩემს საქმეს, გადავიღებდი ფილმებს.

    შემდეგ კი დაიწყო პუბლიკაციები და სატელევიზიო სიუჟეტები, რაც ასახავდა იმას, თუ რას აკეთებენ ესენი - საოლქო კომისიებს ნათესავებით აკომპლექტებენ. ეს ჟვანია საშინელი ქალი აღმოჩნდა. საქართველო მთლიანადაა კორუმპირებული და მე ამის წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებ, რადგან მე არ ვარ კორუმპირებული და ეს ყველამ იცის, მთელი ცხოვრებაა ჯამაგირზე ვცხოვრობ. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვიწვალეთ ხელმოწერების შეგროვებისას, მე წამოვედი. მაგრამ მთლიანად არ გამოვედი პოლიტიკიდან. დავაარსე პოლიტიკური მოძრაობა "ხალხის ნება".

    ჩავთვალე, რომ ამ მოძრაობაში პირველ პლანზე ქართველი მწერლები უნდა იყვნენ, რადგან ისტორიულად ჩვენი მწერლები მაგ ფუნქციას ასრულებენ, ხალხი მათ უსმენდა, მათი დარიგებითა და ნაწარმოებების კითხვით, შემდეგ მოქმედებდა ცხოვრებაში. როდესაც ილიამ დაიწყო მოღვაწეობა და იკისრა ამხელა ვალდებულება, ცნობილია, რომ 10 წლის განმავლობაში არაფერი არ დაუწერია - აი, ეს არის ღვაწლი კაცისა თავისი სამშობლოსთვის. სექტემბრის თვეში, დაახლოებით სამი კვირის წინ, დავაპირე მიტინგის მოწყობა, მწერლები არ იყვნენ საქართველოში, სულ ყველა ფრანკფურტში არიან. ეს იქნებოდა მოულოდნელი. თვლა იმისა, თუ რამდენი კაცი დგას მიტინგზე, სისულელეა. აქ უნდა გამოჩენილიყო საქართველოს ელიტა, მართლა კარგი ხალხი და დაინახავდა ამას ევროპა.

    მე მთელი ძალისხმევით მინდოდა ერთი მიტინგის ორგანიზება პიონერთა სასახლის წინ, რადგან მანდ იყო საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადებული, მანდ იჯდა პირველი ქართული პარლამენტი, პირველი ქართული მთავრობა - მაგრამ ვერ მოვახერხე. საოცარი რამ მოხდა, არ ველოდი. ვისაც ვურეკავდი, ყველა შეშინებული იყო, ამბობდნენ, არ გვინდა, ჩემი შვილი სადღაც მუშაობს და არ გამოაგდონო და ა.შ. გესმით, სად ვცხოვრობთ? მესამე რაიხი, რაც იყო ჰიტლერის სისტემა. ესენიც ამ გზაზე დადგნენ - ივანიშვილი და სააკაშვილი.

    "რ": რა გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენი კანდიდატურა მოხსენით არჩევნებიდან?

    გ.შ: აქ ისეთ ფულზეა საუბარი, რომ ეგენი მოისყიდიან ამომრჩევლებს, მათი დამკვირვებლები, რომლებიც ჩამოდიან, ვერ ხედავენ და ვერც დაინახავენ ვერაფერს. შეიძლება, რომ სახლში მივიდნენ, გადაუხადონ, კაცი მივა და ჩააგდებს ბიულეტენს. ამით ილახება ქართველი ხალხის ღირსება, მაგრამ ხალხი ამაზე არ რეაგირებს, არ მიიჩნევენ, რომ მათი ღირსება ილახება.

    ბოლო დღეებში ბიძინას "ოცნების" ოფისში მივედი, იმიტომ რომ მქონდა სურვილი მათ დაეჭირათ ჩემთვის მხარი. მივედი და გარშემო დავინახე უამრავი ხალხი, გაჭირვებული და ა.შ. ეს იყო ორგანიზებული "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. ხალხმა შეკითხვები დამისვა და ვუთხარი მათ, რომ მე ამათი ადამიანი არ ვარ, მე ვარ დამოუკიდებელი კანდიდატი. მე მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი ის, რაც მათ არ აკმაყოფილებს, დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და ახლაც გრძელდება, მე არ უარვყოფ ამას. ამაზე დამიყვირეს, რომ მიშას დრო ჯობდაო. მე სახტად დავრჩი იმიტომ, რომ მიშას დროზე ცუდი არასოდეს არ გვქონია ჩვენ და ახლაც რაღაცეები ჯობია. მე ასე ვთვლი. ცოცხებზე მაინც არ სვამენ ხალხს და პანტაპუნტით არ იჭერენ ოპოზიციას.

    "რ": რას ფიქრობთ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით?

    გ.შ: ეგენიც ყველანი კომპრომენტირებულნი არიან. ვაშაძე მოსკოვში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ განყოფილებაში, რომ უბრალოდ არ შეიძლება "კაგებეშნიკი" არ ყოფილიყო. აქ რომ ჩამოიყვანა სააკაშვილმა, რვა თვე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსული პასპორტით. ახლა ბაქრაძე - ეს არის ადამიანი, რომელიც სულ იცინის. ბაქრაძე იყო კაცი, რმელმაც გამოაცხადა ჩვენი ჯარების შესვლა ცხინვალში - გამოაცხადებინა მიშამ, თვითონ დაიმალა, ესმოდა, რომ რაღაც სისულელეს აკეთებდა.

    ჩვენს ხალხს მეხსიერება არ აქვს. ადამიანი, რომელიც მიშას მისცემს ხმას, არ უნდა იყოს ნორმალური. მე ასე მიმაჩნია. მიშას ახლაც საქართველოდან წაღებული ფული აქვს. ვაუჩერიზაციის დროს ყველაფერი სახელმწიფოსი იყო და ჩვენ გვქონდა 1/3 კინოსტუდიის. ვერ ვიხდიდით ვერც დენის ფულს და ერთ მშვენიერ დღესაც ეკონომიკის სამინისტრომ, სადაც სააკაშვილის დამქაში იჯდა, გვითხრა, რომ კინოსტუდიის ნახევარი უნდა გაგვეყიდა. კინოსტუდია ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, რომ გაყიდვა გადავწყვიტეთ და გვითხრეს, რომ 2 მლნ დოლარად იყიდება და მილიონს თქვენ მოგცემთ, მილიონს ჩვენ, სახელმწიფო წაიღებსო. მერე გაირკვა, რომ ქეშით პირდაპირ არველაძის კაბინეტში 6 მლნ მიუტანიათ. ეკონომიკის სამინისტროში მითხრეს, რომ ვნახეთ, ყუთებით როგორ ჩადეს ფული მანქანაში და არველაძემ როგორ წაიღო ეს კანცელარიაშიო. ეს არის ის მილიარდები, რომელიც მიშას ახლა აქვს. ეს ფული მიდიოდა პირდაპირ სააკაშვილთან და ბანკირი იყო კეზერაშვილი.

    აქ წავა ორი სატანის შეჯიბრი - ვინ ვის დადებს. მოისყიდიან ხალხს. პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებისას გურჯაანში ერთ ვაჟკაცს ვუჭერდი მხარს, ელგუჯა გიორგაძეს, რომელსაც მტელი გურჯაანი უჭერდა მხარს. არ აწყობდა ეს "ოცნებას" და მოიყვანეს თავიანთი კანდიდატი, ახალგაზრდა ბიჭი, რომლის მამაც კომუნისტების დროინდელი კახეთის გუბერნატორი აღმოჩნდა. რეესტრიდან მისი ქონება ამოვიღეთ, რაღაც წარმოუდგენელია - თბილისში მთელი ქუჩები და ბინები აქვს ნაყიდი, 1500 ჰექტარი ვენახი აქვს დღეს ამ სონღულაშვილს და ა.შ. ჩემი გონივრული ეჭვით ეს ადგილი იყიდეს. ფული მიჰქონდათ პირდაპირ კანცელარიაში, იქ იჯდა "ტროიკა"-კვირიკაშვილი, კალაძე და კობახიძე, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტდნენ, საბოლოოდ კანდიდატი ვინ იქნება.

    "რ": როგორ ფიქრობთ, რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ სიტუაციიდან?

    გ.შ.: ხალხს მოვუწოდებ, რომ არ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ბოიკოტი უნდა გამოვაცხადოთ. ვიღაცები, ვინც ფული აიღო, მივლენ, მაგრამ წესიერი ხალხი არ უნდა წავიდეს. პატარა ქვეყნების ბედი დღეს წყდება დიდ ქვეყნებში, ხოლო ეგენი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ არჩევნებზე დასწრებას. დავუშვათ, გავა სალომე ზურაბიშვილი, ეს, ჩემთვის პირადად, კოშმარული ქალი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, რომ ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ეს ორი სატანა მუხლებზე დავაყენოთ.

    "მოვუწოდებ ქართველ ხალხს, რომ არავინ არ წავიდეს არჩევნებზე და მოაწყოს ბოიკოტი და ჩვენ მოვიგებთ - ცოტანი ვართ, მაგრამ მოვიგებთ.

    მე ხალხს ვპირდებოდი, მაგალითად, პენსიების გაზრდას იმ დანამატების ხარჯზე, რომელსაც ისინი მინისტრებს აძლევენ. უცებ მოემატებოდა ყველას 20 ლარი. იცით, რაშია საქმე, თუ ჩვენ ახლა არ დავიცავთ საკუთარ თავებს, მაშინ ჩვენ მივაფურთხებთ ყველა ჩვენს წინაპარს, უდიდეს მწერლებს - რუსთაველს ბესიკს, ბარათაშვილს, ვაჟას, ილიას და ა.შ. დაფიქრდნენ ქართველები, როგორ შეიძლება ასე, ჩვენ არ დავნებდით მონღოლებს, თურქ-სელჩუკებს და ახლა ამ ბანკირებს უნდა დავნებდეთ?!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    გია   (13.10.2018)
    ყველა იმ მდაბიოს დედიკოს ჩააშარდოს პირში ჩემმა ძაღლმა,ვინც ჭორვილელი ციცერონს რჩეულს,კუზიან ბებერ დედაკაცს,სალომე შლიუხა ზურაბაშვილს მისცემს ხმას!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved