სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    12.10.2018

     განათლების სამინისტრომ მშობელსა და სკოლას შორის გასაფორმებელი კონტრაქტის მომზადება უკვე დაასრულა, რომლის შესახებაც განათლების ექსმინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 7 მაისს განათლების სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მან საუბრისას ყურადღება გაამახვილა ბულინგის პრობლემებზე სკოლებში, თუმცა ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ ახლახან მომზადებულ 4-გვერდიან დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.

    აღნიშნული ინიციატივა, რომელიც განათლების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის, მთავარ გამოწვევად სწორედ მოსწავლეებს შორის ბულინგს ასახელებდა და ამ პრობლემის გადაჭრის გზების პოვნაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.

    „სკოლა და მშობელი ბულინგის წინააღმდეგ ერთ გუნდად უნდა მუშაობდეს, სწორედ ესაა კონტრაქტის გაფორმების მიზანი. აქ მშობლების ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზოგადად, ოჯახის ჩართულობას. ერთი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს ეს არის ის, რომ მშობლებმა სკოლასთან უნდა გააფორმონ კონტრაქტი.

    „თუ მშობელმა იცის, რომ ოჯახში არის რაღაც პრობლემა, ან შეამჩნია ბავშვს, რომ რაღაც ტიპის პრობლემასთან აქვს საქმე, აუცილებლად ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული სკოლა და პირიქით. სკოლის მასწავლებლებმა და ხელმღვანელებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მშობელს ამის თაობაზე. ერთ-ერთი რეკომენდაცია მშობლებისთვის არის ის, რომ მინიმუმ 15 წუთი მაინც თავის შვილს უნდა მოუსმინონ, ესაუბრონ, ეს აუცილებლია.

    „მშობლის ყურადღების გარეშე ბავშვში ხდება აგრესიის დაგროვება და შეიძლება ამოხეთქოს ძალიან ცუდი ფორმით. მშობლის ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, ოჯახის გარემოში, ეს აუცილებელი მომენტია იმისთვის, რომ პრობლემა დავძლიოთ," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

    სკოლებსა და მშობლებს შორის ხელშეკრულების დადების პროცესი დაწყებულია. სკოლის დირექტორებს შეუძლიათ, მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს შესთავაზონ, როგორც სამინისტროს მიერ შემუშავებული ხელშეკრულება, ისე უშუალოდ სკოლის მიერ შექმნილი დოკუმენტი, - აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს" შესაბამისმა უწყებამ განუცხადა.

    სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში კონტრაქტის ყველა მუხლი „ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონს ეფუძვნება. მშობლის უფლება-მოვალეობებსა და სკოლის ვალდებულებებს კონტრაქტით ახალი პუნქტები, რაც კანონში არ ფიქსირდება, არ დამატებია. სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება მისი ხელმოწერისთანავე ამოქმედდება და მოსწავლის მიერ სწავლის დასრულებამდე მოქმედებს, - იუწყება „ინტერპრესიუსი."

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved